ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურად სი ძინპინი ზედიზედ მესამე ვადით აირჩიეს. მის ასარჩევად დღეს, 10 მარტს პეკინში გაიმართა სახალხო წარმომადგენლების კრება. სინ ძინპინის არჩევას მხარი 2952-ივე დეპუტატმა დაუჭირა.
სი ძინპინი, რომელსაც ივნისში 70 წელი უსრულდება, ზედიზედ მესამე, 5-წლიანი ვადით ჩინეთის მეთაური გახდა ქვეყნის კონსტიტუციაში 2018 წელს შეტანილი ცვლილებების საფუძველზე. თუ მანამდე ამ თანამდებობის დაკავება შესაძლებელი იყო ზედიზედ მხოლოდ ორი ვადით, საკონსტიტუციო ცვლილებით არანაირი შეზღუდვა აღარ არსებობს.