ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი სახელმწიფო ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა. - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ჩინეთის ლიდერის თვითმფრინავი ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტში მოსკოვის დროით დაახლოებით 12:59 საათზე დაეშვა.
სი ძინპინის სახელმწიფო ვიზიტი რუსეთში 20-დან 22 მარტამდე გაგრძელდება.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი პირისპირ მოლაპარაკებებს კრემლში გამართავენ. ამას გარდა სი ძინპინი რუსეთის პრემიერ-მინისტრს მიხაილ მიშუსტინსაც შეხვდება.