ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ვოლოდიმირ ზელენსკისთან ონლაინ-მოლაპარაკების გამართვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკისა სი ძინპინს შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, სი ძინპინის მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის შემდეგ, მომდევნო კვირაში, გაიმართება.