სიცოცხლე, სიყვარული, სოლიდარობა, მშვიდობა არის ფასეულობები, რასაც უსურვებენ საყვარელ ადამიანებს, ჩვენც ეს სურვილები ვაქციეთ ერთგვარ მოწოდებად - კახა კალაძე

სიცოცხლე, სიყვარული, სოლიდარობა, მშვიდობა არის ფასეულობები, რასაც უსურვებენ საყვარელ ადამიანებს, ჩვენც ეს სურვილები ვაქციეთ ერთგვარ მოწოდებად - კახა კალაძე

access_time2022-12-09 20:40:00

ნაძვის ხის ანთების ცერემონიას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილ საზოგადობას სიტყვით მიმართა.


„მოგესალმებით მეგობრებო! მივესალმები უცხოეთში მყოფ ჩვენს  თანამემამულეებს. განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩვენს პატარებს, ამ ულამაზეს გოგო-ბიჭებს, რომელთა სიხარულით სავსე თვალები არის გარანტი იმისა, რომ მომავალი 2023 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული, სიხარულის, მშვიდობის, ბედნიერების, კიდევ უფრო მეტი სიხარულითა და სიცოცხლით სავსე წელი.


დღეიდან ჩვენს ქალაქშიც დაიწყებს ათვლას საახალწლო დღეები და რადგან დღეს მხოლოდ დღესასწაულს დავპირდით მოსახლეობას, რა თქმა უნდა, არ დავიწყებ იმის ახსნას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ვიზეიმოთ შობა-ახალი წელი, ღირსეულად შევხვდეთ ამ დღესასწაულს, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში და რეგიონში სერიოზული გამოწვევებია.


ლადო ასათიანის ცნობილი ლექსის არ იყოს, დიახ,  „ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს... არასდროს ვტოვებთ სიცოცხლეს“, მაშინაც კი როდესაც ვიბრძვით.  არასდროს ვტოვებთ იმედს უკეთესი მომავალის, არასდროს ვწყვეტთ ოცნებას და  არასდროს ვამბობთ უარს განვითარებასა და წინსვლაზე.



სიცოცხლე, სიყვარული, სოლიდარობა, მშვიდობა - ეს ის ფასეულობებია, რასაც მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში უსურვებენ საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანებს. ჩვენც, ტრადიციულად, სწორედ ეს - ყველასთვის სანატრელი სურვილები ვაქციეთ ერთგვარ მოწოდებად და წელსაც ამ იმედით ვეგებებით ახალ 2023 წელს.


მოდით, ერთად ჩავიფიქროთ ყველა ეს სურვილი და ავანთოთ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე, როგორც სიმბოლო ახალი სიცოცხლის და ბედნიერი მომავლის.


კიდევ ერთხელ, წინასწარ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს ყველას, ყველას აბსოლუტურად. პირველ რიგში მინდა გისურვოთ მშვიდობა, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა თქვენს ოჯახებთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად“, - განაცხადა კახა კალაძემ.


თბილისის მერიის ინფორმაციით,  23 დეკემბერს, საზეიმოდ გაიხსნება „საახალწლო სოფელი“, რომელიც ორბელიანის მოედანს, ათონელის ქუჩას და 9 აპრილის ბაღს მოიცავს. აღნიშნულ ადგილმდებარეობებზე განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები და თოვლის ბაბუას სახლი. „საახალწლო სოფელში“ ყოველდღიური გასართობი ღონისძიებები 13 იანვრამდე გასტანს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up