სიგარა, რომი, სამოთხის პლაჟები, ფიდელ კასტრო და ჩე გევარა - რეპორტაჟი თავისუფლების კუნძულიდან

სიგარა, რომი, სამოთხის პლაჟები, ფიდელ კასტრო და ჩე გევარა - რეპორტაჟი თავისუფლების კუნძულიდან

access_time2022-05-16 18:00:31

სიგარა, რომი, სალსა, ესპანურ-კოლონიალური არქიტექტურა, 1950-იანი წლების მანქანები, სამოთხის პლაჟები, ფიდელ კასტრო და ჩე გევარა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თავისუფლების კუნძულზე - ეს კუბაა, ქვეყანა რთული წარსულით და საინტერესო მომავლით.

 

კუბიდან ახლახან დაბრუნდა „კომერსანტის დილის“ თანაწამყვანი და რესტორატორების ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე. დღეს სწორედ მისი საინტერესო თავგადასავლის შესახებ მოგიყვებით. ემოციები ამ დრომდე არ განელებია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაშია ნამყოფი, კუბას ვერც ერთს ადარებს. აღფრთოვანებული ადამიანებით, კულტურით, არქიტექტურით და გასტრონომიით. როგორც ამბობს, სამოგზაუროდ წასვლის მიზანი საქართველოში კუბური ხასიათის ჩამოტანა იყო. რესტორატორს უნდოდა, რომ მათ კულტურას გასცნობოდა, რადგან აპირებს თბილისში გაიხსნას სივრცე, სადაც სტუმარს ნამდვილი კუბა დახვდება.

 

„კუბა, ეს არის სრულიად განსხვავებული კონტრასტებით სავსე ქვეყანა, როცა კუბაზე ხართ, შეიძლება წარმოუდგენელ რეალობაში აღმოჩნდეთ. ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ასეთი თბილი, ზრდილობიანი და საყვარელი ადამიანები უბრალოდ არსად მინახავს. ეს არის ქვეყანა, სადაც არსებობს ფეშენებელური მაღალი ხარისხის რესტორნები და სასტუმროები, თუმცა დაახლოებით 10 მეტრში ადამიანები შიმშილის ზღვარზე არიან. ადამიანებს პირდაპირ ვეკითხებოდი როგორ იყვნენ ბედნიერები მაშინ, როცა მათი საშუალო ხელფასი თვეში 30–40 დოლარამდეა, ეს ფაქტი ნამდვილად მიკვირდა. ჩვენ ქვეყანაში ქუჩაში რომ გაივლი, ადამიანებს მთელი მსოფლიოს პრობლემები მხრებით დააქვთ. იქ ადამიანი ღიმილის გარეშე არ მინახავს, კომუნიკაციის გარეშე არ ტოვებენ და კომუნიკაცია არასოდესაა მოსაბეზრებლები.

 

აღსანიშნავია კუბის საოცარი ბუნება, ჰავანა არის ქალაქი, რომელიც ალბათ მსოფლიოს საოცრებებში უნდა შევიდეს. წარმოუდგენელია სილამაზეა, აქ ძალიან იგრძნობა ესპანური გავლენა, ქალაქში ნებისმიერი შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

 

ცალკე აღსანიშნავია სიგარა - ტრადიცია და კულტურა, რომელიც კუბის სავიზიტო ბარათია.

 

ისეთ ხელოვნების ნიმუშებს როგორიც კუბაშია რესტორნებისა და კაფეების სახით, ვერც ერთ ევროპულ ქვეყანაში ვერ ნახავთ, ეს წარმოუდგენელი რეალობაა. ვიყავი ჰემინგუეის კაფე- ბარში, სადაც ცნობილი კუბური კოქტეილები შეგიძლიათ მიირთვათ. როცა კუბა ლიბრეს გასინჯავთ იგრძნობთ, რომ შეიძლება თქვენს გვერდით ჰემინგუეი იჯდეს. სასმელებზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღვნიშნო რომი. ეს მათი კულტურის შემადგენელი ნაწილია, როგორც ჩვენთან არის ქართული ღვინო და ჭაჭა ტურისტისთვის ისევე არის მათთვის Havana Club. ეს ხალხი ამ ყველაფერს დოზირებით და ძალიან დიდი სიამოვნებით იღებს. ჩვენთან პირობითად თუ მაგიდასთან ქეიფობენ იქ ცეკვით, სიმღერით და რომის სიმით ატარებენ დროს.


გასაოცარი იყო დამოკიდებულება კერძებთან - ღორის ხორცი უყვართ საოცრად. მათი ნაციონალური საკვები ღორის ხორცის სუპია. კუბური კერძების ფესტივალზე მოვხვდი, სადაც ძალიან დიდი შამფურზე გოჭი იწვებოდა. ყველა კუბური კერძის მომზადებაში ჩართული იყო როგორც ადგილობრივი მზარეულები, ასვე დამსვენებლები.


ჰავანაში არის კლუბი Fábrica de Arte, მისი ფართობი დაახლოებით ერთ ჰექტარია, სადაც განთავსებულია სხვადასხვა სივრცე - როგორც კლასიკური, ასვე კუბური, სალსას და ელექტრო მუსიკის. სივრციდან სივრცეში ისე გადადიხარ არანაირი დისკომფორტი არ გექმნება. ეს ყველაფერი აღჭურვილია ხელოვნების უმაღლესი ნიმუშებით - ფოტოებით, ნახატებით, ქანდაკებებით და ა.შ. ეს ყველაზე მაგარი რამ იყო, რაც ცხოვრებაში მინახავს“, - გვიყვება შოთა ბურჯანაძე.

 

რესტორატორების ასოციაციის ხელმძღვანელ იხსენებს, რომ ჰავანას ქუჩებში ინგლისურად თითქმის არავინ საუბრობს, თუმცა ისეთ ადგილებში, სადაც ტურისტები მრავლად არიან გამართული  ინგლისურით გესაუბრებიან. შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ სერვისი კუბაში უმაღლესი ხარისხისა. მისი თქმით, კუბაში იგრძნობა რომ კომუნიზმში ხარ, თუმცა ამავდროულად ხვდები, რომ ქვეყანაში კაპიტალიზმის ძალიან დიდი ფესვებია გადგმული.

 

„კოვიდმა ალბათ ყველაზე ცუდად კუბაზე იმოქმედა, რადგან ტურისტი საერთოდ არ ჩადიოდა. მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო კი ტრუიზმია. აქედან გამომდინარე ფასები 5 -ჯერაა გაზრდილი და იაფი ფასები წარსულს ჩაბარდა. პესოს, კუბის ფულად ერთეულს თითქმის არ გამოიყენებენ. მაგალითად სიგარა რომ იყიდო მაღაზიაში, ქეშად ვერ ვიყიდი, უნდა გადაიხადო ბარათით. რა თქმა უნდა პესო ბარათზე არ გაქვს, უნდა გადაიხადო დოლარით, რა დროსაც ძალიან ძვირს იხდი. შესაძლებლობების კუთხით, ყველაზე პოტენციური ქვეყანა საქართველო მეგონა თუმცა, ახლა მეორე ადგილზე გადავიდა, ხოლო პირველი კუბამ დაიკავა. მაგრამ, ქვეყანაში იმდენად დიდი ბიუროკრატიაა იქ ბიზნესის გახსნა წარმოუდგენელია. კერძო საკუთრება არ არსებობს, ყველაფერი მიდის სახელმწიფო ბიუჯეტში. წარმოიდგინეთ დაახლოებით, თბილისიდან გორამდე მანძილში ტაქსის 250 დოლარი უნდა გადაუხადო. თუმცა, ეს თანხა მიდის ბიუჯეტში, საიდანაც 30 დოლარი ნაწილდება ხელფასის სახით ადამიანებზე. შეუსაბამო მდგომარეობაა, 60 კმ-ში 250 დოლარი მცირე თანხა არ არის. რესტორანში 4-6 ადამიანზე გათვლილი კარგი ვახშამი დაახლოებით 300 ევრო ღირს. ევროპული ფასებია, მაგრამ ადამიანები ამით კეთილდღეობას ვერ პოულობენ“, ამბობს შოთა ბურჯანაძე.

 

„კომერსანტი“ გთავაზობთ, ფოტო რეპორტაჟს, რომელიც რესტორატორების ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ გადაიღო:































ბაჩო ადამია


თეგები:
კუბა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up