„კომერსანტის“ ინფორმაციით, სიღნაღში 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს იხსნება,ამჟამად კი უკვე დაწყებულია კადრების მოძიების პროცესი. „კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ინვესტიცია ხორციელდება, ვის მიერ და რა ბრენდი შევა სასტუმროს მართვაში. როგორც „კომერსანტს“ სიღნაღის მერმა გიორგი გოგილაშვილმა განუცხადა, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ტურბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება, რომლის ინვესტორიც ბიზნესმენი გივი ჩხარტიშვილია.
მისივე განცხადებით, სასტუმრო 130 ნომრიანი იქენბა. რაც შეეხება ბრენდს, სიღნაღის მერი აცხადებს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 5 ვარსკვლავიან სასტუმროში სავარაუდოდ „შერატონი“ შევა.
აქვე აღსანიშნავია, რომ სიღნაღში, ყოფილი ტურბაზის ტერიტორიაზე, ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო შენდება, რომელიც დამსვენებლებს 2020 წლიდან მიიღებს. პროექტს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი ახორციელებს. დღეის მდგომარეობით, მისი საინვესტიციო მოცულობა 21 მილიონი აშშ დოლარია. „შერატონის“ ბრენდის შესვლა აღნიშნულ პროექტში განიხილება თუ არა, ამაზე „კომერსანტს“ თანაინვესტირების ფონდში განუცხადეს: „პროექტში საერთაშორისო ბერნდის შესვლა არ განიხილება. სიღნაღის სასტუმროს მართვაში ქართული ოპერატორი იქნება“.
130-ნომრიან სასტუმროში განთავსდება სპა და ფიტნეს ცენტრები, ღია და გარე აუზი, ღვინის ბარი, მარანი, მაღალი კლასის რესტორანი, ლაუნჯ ბარი 360-გრადუსიანი ხედით და მასშტაბური საკონფერენციო დარბაზი. პროექტი 50 000 კვ.მ მიწის ნაკვეთს მოიცავს, ხოლო საერთო სამშენებლო ფართი 14 000 კვ.მ-ია.
სოფო ქსოვრელი