რამდენიმე დღის წინ აქამდე ნაკლებად ცნობილმა მესენჯერმა Signal-მა მოულოდნელად დიდი პოპულარობა მოიპოვა - ეს იმის შემდეგ მოხვდა, რაც მესენჯერმა WhatsApp-მა განაცხადა, რომ მომხმარებელთა პირად მონაცემებს Facebook-ს გადასცემს.
უცნობ აპლიკაციაზე მოთხოვნის ნახტომისებრი ზრდა ილონ მასკის ტვიტმა გამოიწვია - „გამოიყენეთ Signal».
Tesla-ს დამაარსებელს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს და მისმა მოწოდებამ ინტერესი არა მხოლოდ მომხმარებლების, არამედ ინვესტორების მხრიდანაც გამოიწვია. მათ ბირჟაზე მესენჯრის მფლობელი კომპანიის ძიება დაიწყეს და მცირე ზომის კომპანია Signal Advance-ს მიაკვლიეს.
ჯერ კიდევ 6 იანვარს ამ კომპანიის კაპიტალიზაცია 55 მლნ. დოლარს შეადგენდა, მისი აქციების ფასი კი 60 ცენტი იყო. მაგრამ უკვე 11 იანვარს ერთი აქციის ღირებულება 38 დოლარი, ხოლო კაპიტალიზაცია 1,4 მლრდ. დოლარამდე ავარდა.
პრობლემა იმაშია, რომ Signal Advance-ს მესენჯერ Signal-თან არაფერი საერთო არა აქვს - ის არის ჯანდაცვის დარგში მომუშავე კომპანიაა, იმდენად მცირე, რომ მისი აქციები მხოლოდ ბირჟის გარეთ იყიდება.
რაც შეეხება მესენჯერის Signal-ის მფლობელ კომპანიას, ის ბირჟაზე არ ჩანს.
ეს არ არის ამერიკული ფინანსური ბაზრისთვის ერთად-ერთი ასეთი ისტორია - რამდენიმე მზგავსი შემთხვევა სხვადასხვა წლებში დაფიქსირდა.
Tweeter და Twitter
2013 წელს მიკრობლოგების სერვის Twitter-მა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსება დააანონსა. კომპანიის ინფრომაციით ბირჟაზე მისი ტიკერი შემოკლებითი სახელი, TWTR იქნება.
ამან ინვესტორებს შორის დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და მათ სოციალური ქსელის აქციების ძიება დაიწყეს. თუმცა, შეცდომით მათ Twitter-ის ნაცვლად Tweeter-ის აქციების ყიდვა დაიწყეს. საინტერესო ისაა, რომ ამ დროისთვის Tweeter საყოფადცხოვრებლო ტექნიკის მაღაზიები ქსელი, უკვე დიდი ხნის გაკოტრებული იყო და მისი აქციების ნარჩენები ბირჟის გარეთ 0,07 ცენტად იყიდებოდა. საერთო ჯამში 2013 წლის 4 ოქტომბერს ინვესტორებმა Tweeter-ის 14,3 მლნ. აქცია იყიდეს, მათი ფასი კი 15 ცენტამდე გაიზარდა. ზრდამ ერთ დღეში 685% შეადგინა.
Nestor და Nest Labs
2014 წელს Google-მა საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი Nest Labs-ის 3,2 მლრდ. დოლარად ყიდვა დააანონსა. ბევრმა ინვესტორმა ამ კომპანიის არსებობის შესახებ პირველად გაიგო და მისი აქციების ყიდვა მოინდომა.
მათ მოიძიეს ტიკერი NEST და იფიქრეს, ამ სახელით სწორედ Nest Lab-ის აქციები იყიდებოდა. თუმცა, ისინი შეცდნენ, ეს სულ სხვა კომპანია იყო, სამთავრობო შეკვეთების ტრაფიკის კონტროლის სისტემის შემქმნელი Nestor, რომელიც იმ დროს უკვე გაკოტრებული იყო და ყველა აქტივი ჯერ კიდევ 2009 წელს გაყიდა. არარსებული და ბირჟაზე შემთხვევით თუ უყურადღებობით დარჩენილი აქციების ფასი 1900% გაიზარდა, თუმცა, შეცდომა მალევე აღმოჩენილ იქნა. საბოლოო ჯამში Nestor-ის აქციები გაუქმდა.
Auris Medical და Auris Health
2019 წელს ინვესტორებს შორის გავრცელდა ჭორი, რომ Johnson & Johnson ქირურგიული რობოტების მწარმოებლის Auris Health-ის ყიდვას აპირებს. ინვესტორებს შორის ამ ამბავმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა, მათ არ იცოდნენ, რომ Auris Health -ის აქციები ბირჟაზე საერთოდ არ იყიდება. სამაგიეროდ, მათ წამლების მცირე მწარმოებლის Auris Medical Holding AG-ის აქციებს მიაკვლიეს.
კომპანია შვეიცარიის ქალაქ ცუგში მდებარეობს, მისი სპეციალიზაციაა ყურის დაავადებების მკურნალობაა, კაპიტალიზაცია იმ დროისთვის მხოლოდ 12 მლნ. დოლარს შეადგენდა. სწორედ მისი აქციების ყიდვა დაიწყეს ტრეიდერებმა მთელს მსოფლიოში, შედეგად მათი ფასი დღეში 30%-ით გაიზარდა.
Snap Interactive და Snap Inc.
მესენჯერი Snapchat, რომელიც კომპანია Snap Inc-მა შექმნა, თითქმის ყველამ იცის. თუმცა. კომპანია Snap Interactive-ის შესახებ 2017 წლის თებერვლამდე არავის გაუგონია.
2017 წელს Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ Snap Inc ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებას გეგმავდა, რის შემდეგაც ინვესტორებმა მსგავსი სახელების მქონე კომპანიების აქციების ყიდვა დაუწყეს.
ამჯერად გაუმართლა Snap Interactive, რომელიც ინტერნეტით გაცნობის აპლიაკაციებზე მუშაობს. მხოლოდ 4 დღეში კომპანიის აქციები 4-დან 15 დოლარამდე გაძვირდა, სიტუაციის გარკვევის შემდეგ - 8 დოლარამდე დავარდა. მოგიანებით კომპანიამ სახელი შეიცვალა - დღეს მას PeerStream ეწოდება.
Zoom Technologies და Zoom Video
2019 წლის 18 აპრილას ვიდეოკაშირის სერვისმა Zoom Video Communications აქციები NASDAQ-ზე განათავსა. იმ დროისთვის უკვე საკმაოდ კარგად ცნობილი კომპანიის ფასიანი ქაღალდები 72%-ით გაიზარდა.
თუმცა, ეს არაფერია ტელეკომუნიკაციების ჩინური მწარმოებლის Zoom Technologies-ს წარმატებასთან შედარებით, რომლის აქციებიც შეცდომით 470 000%-ით გაიზარდა. ინვესტორებს ისევ სახელები შეეშალათ - ორივეს ლოგოტიპებში სიტყვა Zoom ფიგურირებს. შეცდომას ხელი ასევე Google-მა შეუწყო, რომელიც მოთხოვნაზე Zoom share price («Zoom-ის აქციების ფასი») სწორედ Zoom Technologies-ს მონაცემებს აგდებდა.
წყარო: rbc.ru