სიკვდილი - ხშირი სტუმარი გადასაღებ მოედანზე

სიკვდილი - ხშირი სტუმარი გადასაღებ მოედანზე

access_time2021-10-31 20:00:45

ალეკ ბოლდუინმა სარეკვიზიტო იარაღიდან გასროლით ოპერატორი გალინა ჰასტინგსი მოკლა და რეჟისორი ჯოელ სოუზა დაჭრა, თუმცა, ის მალევე საავადმყოფოდან გამოწერეს. ამ ტრაგედიამ მთელი მსოფლიო შეძრა, თუმცა, სიმართლე ისაა, რომ მძიმე, ხშირ შემთხვევაში სასიკვდილო ინციდენტების გადასაღებ მოედნებზე ათწლეულების მანძილზე ხდება.

 

სარეკვიზიტო იარაღი, როგორც წესი, არის ჩვეულებრივი საბრძოლო იარაღი, ოღონდ გადაკეთებული. მასში ჩაყენებულია მოწყობილობა წნევის შექმნისთვის და, შესაბამისად, ცარიელი ვაზნებით სროლის დროს ბუნებრივი აალების მისაღწევად. თუ ასეთ იარაღში შემთხვევით მოხვდება საბრძოლო ვაზნა, ამან შესაძლოა მსროლელს ზიანი მიაყენოს. ასე რომ, სავარაუდოდ, შეცდომა იარაღის გადაკეთების დროს გაიპარა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

 

ეს იშვიათობა არაა, იმიტომ რომ დღესაც, გადასაღებ მოედნებზე ნამდვილი იარაღი ხშირად გამოიყენება.

 

1920 წელს ფილმ Haunted Spooks-ის გადაღების დროს კომიკოსმა ჰაროლდ ლოიდმა აალებული შაშხანა ხელში აიღო, რადგანაც ის სარეკვიზიტო ეგონა, შედეგად აფეთქებამ მას 2 თითი წააცალა.

 

ნაცისტურ გერმანიაში 1941 წელს გადაიღეს პროპაგანდისტული ფილმი Mein Leben für Irland, რა დროსაც ერთ-ერთმა არტისტმა  ფეხი ნამდვილ ნაღმს დააბიჯა, რის გამოც ის და მისი რამდენიმე კოლეგა დაიღუპა. აფეთქება იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ ის ფილმში შევიდა.

 


1984 წელს სერიალის Cover Up-ის გადაღების დროს, მთავარი როლის შემსრულებელმა ჯონ ჰექსუმმა „რუსული რულეტკის“ ეპიზოდში ჩახმახს დააჭირა და ამ დროს აღმოჩნდა, რომ რევოლვერში საბოლო ვაზნა იდო.

 

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრაგიკული ინციდენტი 1993 წელს მოხვდა. ფილმ Crow-ს გადაღების დროს საყოველთაოდ ცნობილი ბრიუსლის ვაჟი ბრენდონი ასევე რეკვიზიტური პისტოლეტიდან ნასროლი ტყვიით დაიღუპა.

 

თუმცა, ყველაფერი ბევრად ადრე დაიწყო. კინოსისტორიაში პირველი დაფიქსირებული სასიკვდილო ინციდენტი 1914 წელს მოხვდა, როცა ფილმ Across The Border-ის გადაღების დროს მსახიობი გრეის მაკჰიუ მდინარე არკანზასზე ნავით გადაადგილდებოდა და ნავი მოულოდნელად გადაბრუნდა. ოპერატორმა ოუენ კარტერმა ის გადაარჩინა და ორივე ნაპირზე ამოვიდა, თუმცა, საუბედუროდ, ეს ქვიშის ჭაობი აღმოჩნდა და საბოლოოდ ორივე დაიღუპა.

 

1984 წელს Pepsi-ს რეკლამის გადაღების დროს პიროტექნიკა ნაადრევად ამუშავდა, რის გამოც მაიკლ ჯექსონმა მე-3 ხარისხის დამწვრობა მიიღო. ამის გამო მან 1,5 მლნ. დოლარის კომპენსაცია მიიღო, თუმცა, როგორც ამბობენ, სწორედ ამ ინციდენტის შემდეგ დაეწყო მას დამოკიდებულება ტკივილგამაყუჩებლებზე და პლასტიკური ოპერაციების ავადმყოფური აკვიატება.

 

კინემატოგრაფის ისტორიაში ერთდროულად ყველაზე მეტი ადამიანი 1989 წელს ინდური სერიალის The Sword Of Tipu Sultan-ის გადაღების დროს დაიღუპა. გადაღების დროს 63 სტატისტი და ტექნიკური თანამშრომელი ცეცხლმოდებულ ოთახში სრულიად მოულოდნელად ჩაკეტილი აღმოჩნდა და ყველა დაიღუპა.

 

სიკვდილიანობა და მძიმე დაზიანებები ყველაზე ხშირია კასკადიორებს შორის . 1941 წელს ფილმ  They Died with Their Boots On-ში კავალერიული შეტევის გადაღების დროს 3 კასკადიორი დაიღუპა.

 

საშინელი ტრაგედია დატრიალდა 1982 წელს ფილმ Twilight Zone: The Movie-ის გადაღებისას, როდესაც ვერტმფრენზე არასწორად დამონტაჟებული აფეთქების იმიტაციის მოწყობილობის ამოქმედების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 6 წლის გოგოდა 7 წლის ბიჭი.


წყარო: welt.de

ავტორი თენგიზ აბლოთია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up