რამდენიმე წისქვილკომბინატი  ბიზნესი დახურვას გეგმავს -  ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია მოსალოდნელ პრობლემებზე საუბრობს

რამდენიმე წისქვილკომბინატი ბიზნესი დახურვას გეგმავს - ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია მოსალოდნელ პრობლემებზე საუბრობს

access_time2023-01-20 17:15:06

რამდენიმე წისქვილკომბინატი უკვე ფიქრობს, რომ ბიზნესი დახუროს, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განაცხადა. მწარმოებლებს პრობლემები მას შემდეგ განუახლდათ, რაც გასული წლის მსგავსად, რუსეთმა ხორბლის საექსპორტო ბაჟის ზრდა დაიწყო, რის ფონზეც საქართველოში ხორბლის იმპორტს აზრს ეკარგება და ფქვილის იმპორტი იზრდება.



ასეთ ვითარებაში კი წისქვილკომბინატები გაჩერებულია, ბიუჯეტში სათანადო გადასახადები არ შედის და იმავდროულად ხორბლის გადამუშავებისას წარმოქმნილი ნარჩენები, რომელიც შემდგომ მეცხოველეობაში გამოიყენება, აღარ იწარმოება. შესაბამისად იზრდება ცხოველების გამოსაკვებად საჭირო პროდუქციის იმპორტიც. არის კიდევ ერთი მთავარი გამოწვევა, დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება, რაზეც მინიშნებები უკვე ღიად კეთდება.



ლევან სილაგავა „კომერსანტთან“ ამბობს, რომ „მეორე ტალღაზე წისქვილ-კომბინატების უმეტესობა მუშა-მოსამსახურეებს გაუშვებს, რადგან „წელს ამის რესურსი უკვე აღარ არსებობს“.



„რამდენიმე წისქვილკომბინატი უკვე ფიქრობს, რომ მთლიანად დაშალოს წისქვილკომბინატი, იმიტომ, რომ აზრი აღარ აქვს - ბიზნესი დახუროს. არ დავასახელებ, თუმცარამდენიმე წისქვილკომბინატის მხრიდან მიდის  საუბარი იმაზე, რომ აქვთ ის მიმართულება, რომ წისქვილი დაშალონ.




წლებია ამაზე მიდის საუბარი და რეალურად პრობლემის გადაწყვეტა ვერ ხდება. წისქვილების ნაწილი უკვე თვლის, რომ ამ ბიზნესში მუშაობას აზრი აღარ აქვს. ის, რომ მუშა-მოსამსახურეებს, გაჩერებული წისქვილის პირობებშიც, თავიანთი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ხელფასს უხდიან, ცხადია, ეს დიდხანს ვერ გასტანს. საუბარია ბაზრის მსხვილ მოთამაშეებზე, რომლებიც უკვე დაფიქრდნენ იმაზე, რომ ამ ბიზნესს აზრი აღარ აქვს. ფაქტობრივად სტატუს კვოში ვართ, რაც შარშანდელი მდგომარეობა იყო. ჩვენი პროგრამა შეთავაზებული იყო და ამ პროგრამაზე გამოხმაურება იყო თითქოს დადებითი, თუმცა ამის იქეთ ისევ ვერ წავედით, ისევ ისე ვართ და ისევ დაიძრა ფქვილის იმპორტი“- განმარტავს სილაგავა.



ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი არსებული კრიზისიდან გამოსავალის გზებზეც საუბრობს და განმარტავს, რომ შესაძლებელია ფქვილის იმპორტზე კვოტირების დაწესება.



„ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთი წინადადება შევთავაზოთ, რომ შემოიღონ ფქვილის იმპორტის კვოტირება. ქვეყანას ორიენტაცია აქვს, რომ პურის ფასი შეინარჩუნოს. შესაბამისად, კი ბატონო, თუ ჩვენი პროგრამა მისაღები არ არის, ამოცანა იყო პურის ფასის შენარჩუნება და ამის ვალდებულებას ვიღებდით, თუ შემოვიდოდა სარკისებური გადასახადი, ჩვენ ფქვილის მიწოდების მხრივ, იმ რაოდენობას, რომელიც სჭირდებოდა სოციალურ პურს, მივაწოდებდით ფიქსირებულ ფასად პურის ქარხნებს, რომ ფართო მოხმარების პური არ გაძვირებულიყო. ყველა იძახდა, რომ კარგი პროგრამაა, სწორია და ფქვილის იმპორტი არ არის ნორმალური. შესაბამისად ეს დროებითია, მაგრამ ხედავთ, რომ ეს დროებითი გრძელდება უკვე დიდი ხანია.



კიდევ არის ერთი გამოსავალი, რაც გულისხმობს იმას, რომ იმ რაოდენობის ფქვილზე, რომელიც საჭიროა სოციალური პურის გამოსაცხობად, სახელმწიფომ კვოტირების სახით, იმპორტირებული ფქვილი წარმართოს პირდაპირ იმ პურის ქარხნებში, რომელიც აცხობენ ყოველდღიური მოხმარების პურს. რადგან ჩვენ არ გვენდობიან, იმ პურზე იმპორტირებული ფქვილი იყიდონ, გამოაცხადონ ტენდერები, ვინც უკეთესი ფასით შემოუტანს პურის ქარხნებს. შესაბამისად, ეს იქნება გარანტია იმისა, რომ მათი პური არ გაძვირდება“, - აცხადებს სილაგავა.



ლევან სილაგავას თქმით, წისქვილკომბინატები თებერვლის ბოლომდე არსებული ფასებით უზრუნველყოფენ ფქვილის მიწოდებას.



„თებერვლის ბოლომდე მივაწვდით ამ ფასად ფქვილს და ამის მერე წისქვილების ნაწილი ალბათ ფქვილის შემოტანაზე გადავლენ. ყველა წისქვილკომბინატი უკვე გაჩერების რეჟიმშია“, - ამბობს სილაგავა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up