სილიკონის ველის მოსახლეობა შემცირდა

სილიკონის ველის მოსახლეობა შემცირდა

access_time2022-02-19 19:00:18

სილიკონის ველის მოსახლეობა, სადაც კონცენტრირებულია მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების სათავო ოფისები, ბოლო 17 წლის განმავლობაში პირველად იკლებს.

ამერიკული ანალიტიკური კომპანია Joint Venture Silicon Valley-ის ინფორმაციით, 2021 წელს ამ ველის მოსახლეობა 1%-ით შემცირდა 3,07 მლნ-მდე, არადა ბოლო 17 წელია რეგიონის მოსახლეობა საშუალოდ 0,7%-ით იზრდებოდა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო 3 წელია, რაც რეგიონში მოსახლეობის შემოსვლამ იკლო, მათივე ცნობით გასულ წელს სილიკონის ველი დატოვა 37,9 ათასმა მაცხოვრებელმა, ხოლო დასახლდა 5,5 ათასი. ეს კი სამჯერ ნაკლებია 2020 წლის მაჩვენებელზე და 72%-ით ნაკლები 2019-ზე, როცა 14,9 და 19,9 ათასი ადამიანი დასახლდა. ამასთან, გასულ წელს იმიგრანტების რაოდენობამ 2,9 ათასი შეადგინა, რაც 64%-ით ნაკლებია 2020-ის მაჩვენებელზე.

ორგანიზაციაში ამას დონალდ ტრამპის მიერ შეცვლილ საიმიგრაციო პოლიტიკას და კოვიდ-პანდემიის დროინდელ შეზღუდვებს უკავშირებენ.

ამასთან, როგორც ირკვევა, ისინი ვინც ტოვებენ სილიკონის ველს, ძირითადად გადადიან კალიფორნიის სხვა ქალაქებში და ძალიან იშვიათად ნიუ-იორკში, ოსტინში, პორტლენდსა და სიეტლში.

გარდა ამისა, სილიკონის ველში 2021 წელს 1979 წლის შემდეგ შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ხოლო სიკვდილიანობა კოვიდის ხარჯზე გაიზარდა.


მიუხედავად მოსახლეობის კლებისა, რეგიონში არ შემცირებულა ბიზნესის მდგომარეობა და კაპიტალის მოდინება. აქ უმუშევრობის მაჩვენებელი 2,9%-ია, შეიქმნა დამატებით 15 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. რეკორდულია რეგიონის ვენჩურული დაფინანსების მაჩვენებელი - 95 მლრდ დოლარი. ხოლო აქ განთავსებული კომპანიების ჯამური კაპიტალიზაცია 14 ტრილიონ დოლარს აღემატება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო მნიშვნელობის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული ზონა – სილიკონის ველის (Silicon Valley) ტექნოპარკი – აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, სან-ფრანცისკოს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სანტა-კლარას ველის აღმნიშვნელი ჟურნალისტური კლიშეა. სახელწოდება უკავშირდება პირველ ნახევარგამტარებსა და ელექტრონულ ტექნიკას, რომელიც ფუძეშრედ კაჟისგან მიღებულ ნაერთს – სილიციუმს იყენებს. ტერმინი „სილიკონის ველი” კალიფორნიელმა მეწარმემ რალფ ვერსტმა მოიგონა, ხოლო მისმა მეგობარმა, ჟურნალისტმა დონ ჰოფლერმა, პირველმა გამოიყენა საჯაროდ 1971 წლის 11 იანვარს – თავისი სტატიების ციკლს ყოველკვირეულ ჟურნალ Electronic News-ში მან Silicon Valley USA უწოდა. ამ სტატიებში ჰოფლერი წერდა სანტა-კლარას შესახებ, სადაც თავმოყრილი იყო უდიდესი IT-კომპანიების შტაბ-ბინები. სწორედ ამ ველზე მდებარეობს ნახევარგამტარების ინდუსტრიის ძირითადი საწარმოები, ხოლო ინტეგრალური მიკროსქემების ნახევარგამტარების ელემენტების ძირითადი მასალა სწორედ სილიკონია.

ოდესღაც სასოფლო-სამეურნეო რაიონში, ამჟამად გაშენებულია მრავალი ქალაქი, რომლებიც ჯაჭვივით არის გადაჭიმული სან-ფრანცისკოს ყურედან ქალაქ სან-ხოსემდე. მათ წარმოშობას სათავე დაუდო პალო-ალტოში მდებარე სტენფორდის უნივერსიტეტმა, სადაც 1940-იანი წლებიდან ტარდებოდა კვლევები ელექტრონიკის სფეროში. ელექტროგამომთვლელი მანქანების პირველი დიდი ქარხანა სან-ხოსეში 1956 წელს გახსნა ფირმა IBM-მა. სილიკონის ველი მაღალტექნოლოგიური მრეწველობის (განსაკუთრებით – რადიოელექტრონული და რაკეტათმშენებლობის) და ცხოვრების მაღალი დონის გამოხატულებაა. 1950 წლამდე სილიკონის ველი განთქმული იყო ქლიავის ბაღებით და მას მსოფლიოს შავქლიავის დედაქალაქს უწოდებდნენ.

„სილიკონის ველი” პირობითი ცნებაა და კარტოგრაფიულად არ აღინიშნება. ამჟამად ის გეოგრაფიულად სანტა-კლარას ველის ჩრდილოეთ, ურბანიზებულ ნაწილს მოიცავს. იგი გადაჭიმულია სან-მატეოსა და პალო-ალტოს შორის. სილიკონის ველზე მდებარე ქალაქებია: კემბელი, ბელმონტი, კუპერტინო, ფრომონტი, ლოს-ალტოსი, ლოს-გატოსი, მენლო-პარკი, პალო-ალტო, სან-ხოსე, სანტა-კლარა, სარატოგა, სანივეილი და სხვ. სილიკონის ველის დედაქალაქად ხშირად არაოფიციალურად სან-ხოსეს მიიჩნევენ.


წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up