სილქ დეველოპმენტი“, თიბისის და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისში სასტუმრო „ტელეგრაფის“ მშენებლობას იწყებს

სილქ დეველოპმენტი“, თიბისის და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისში სასტუმრო „ტელეგრაფის“ მშენებლობას იწყებს

access_time2022-12-30 18:02:05

„სილქ დეველოპმენტი“, თიბისის და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისში სასტუმრო „ტელეგრაფის“ მშენებლობას იწყებს
მალე თბილისს კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო შეემატება. ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ტელეგრაფი“ სილქ დეველოპმენტის ახალი პროექტია.

ყოფილი ფოსტის შენობაში რადისონ ქოლექშენის ბრენდის მაღალი კლასის სასტუმრო ორი უდიდესი ბანკის - თიბისის და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოეწყობა.
სარეკონსტრუქციო სამუშაოების ტენდერში გაიმარჯვა მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო სამშენებლო კომპანიამ DNT Construction, რომელთანაც სილქ როუდ ჯგუფს ბათუმის რადისონის მშენებლობის წარმატებული გამოცდილება აქვს. სამუშაოების დაწყება 2023 წლის დასაწყისში იგეგმება.

პროექტის განხორციელებისათვის დაგეგმილი ინვესტიცია 60 მილიონ ევროს აჭარბებს. სასტუმროს პერსონალის მომზადებას უზრუნველჰყოფს „სილქ ჰოსფითალითი“. შეიქმნება 300-ზე მეტი სამუშაო ადგილი.

სასტუმროში რვა სხვადასხვა კატეგორიის 241 ნომერი მოეწყობა. შენობის ბოლო სართულზე განლაგებული ნომრებიდან სტუმრებს გასასავლელი ექნებათ ტერასაზე, საიდანაც თბილისის პანორამული ხედები იშლება.

სასტუმროში განსხვავებული კონცეფციის 7 რესტორანი და ჯაზ-კლუბი განთავსდება. ერთ-ერთ შიდა ეზოში პირველ სართულზე მოეწყობა ღია ბარი, ხოლო მეორე შიდა ეზოში მეორე სართულის დონეზე განთავსდება საბანკეტო-საკონფერენციო დარბაზი.

სასტუმროს საოპერაციო კონცეფცია გულისხმობს რადისონ ქოლექშენის ბრენდისთვის დამახასიათებელ მაღალი ხარისხის მომსახურებას, რაც ნიშნავს სტუმრებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას და თითოეული დეტალის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას. სასტუმრო „ტელეგრაფის“ სტუმრებს გამორჩეული გარემო დახვდებათ დროის სასიამოვნოდ გასატარებლად, დასასვენებლად თუ საქმიანი შეხვედრების გასამართად.

სასტუმროს დიზაინი ეკუთვნის თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულ არქიტექრუტულ კომპანიას Neri&Hu. შემუშავებული კონცეფცია გულისხმობს ენერგოეფექტურ მწვანე სასტუმროს, რაც თანამედროვე შენობის ხარისხის განსაზღვრისას ერთ-ერთ უმთავრეს მახასიათებლად არის მიჩნეული. ეს იქნება რეგიონში პირველი შენობა, რომელიც მოეწყობა LEED Gold სტანდარტების მიხედვით.

ფოსტის შენობის არქიტექტორული პროექტის ავტორები არიან თეიმურაზ მიქაშავიძე და ლადო ალექსი-მესხიშვილი. რეკონსტრუქცია შენობის პირველადი იერსახის, მისი არქიტექტურული ფასადის შენარჩუნების გათვალისწინებით დაიგეგმა.

ამ პროექტსაც, ისევე როგორც კომპანიის უძრავი ქონების ყველა დანარჩენ პროექტს, „სილქ დეველოპმენტი“ ავითარებს. 2006 წლიდან სილქ როუდ ჯგუფის მიერ სასტუმრო და გასართობ ბიზნესში ინვესტირებულია 400 მილიონამდე აშშ დოლარი.

აშენდა 4 სასტუმრო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში - 3 რადისონი თბილისში, ბათუმსა და წინანდლის მამულში, ჯამში 600-მდე სასტუმრო ნომერი. სასტუმრო „ტელეგრაფი“ ქვეყნის ტურისტულ ინფრასტრუქტურას დამატებით 241 მაღალი კლასის ნომერს შემატებს.
სასტუმრო პირველ სტუმრებს 2024 წლის ბოლოს მიიღებს. მის მართვას განახორციელებს სილქ ჰოსფითალითი, რომელიც უკვე წლებია წარმატებით მართავს „რადისონის“ ბრენდის სასტუმროებს თბილისში, ბათუმსა და წინანდალში.

ტელეგრაფის პროექტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია სილქ როუდ ჯგუფის საქმიანობაში. სასტუმრო „ტელეგრაფი“ არის რესპუბლიკის მოედნის განვითარების მთლიანი კონცეფციის ნაწილი და კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი შენობა, რომელიც რეკონსტურქციის შემდეგ დაამშვენებს თბილისს.


(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up