სილქნეტის მობილური შეთავაზებები ზაფხულის დღეებისთვის!

სილქნეტის მობილური შეთავაზებები ზაფხულის დღეებისთვის!

access_time2021-07-14 10:55:21

მსოფლიო შეთანხმდა, რომ დისტანციურად მუშაობა შესაძლებელია. ასევე შესაძლებელია, თან აგარაკზე იყოთ, თან საქმესაც არ მოსწყდეთ. პროდუქტიულობას არაფერი დაემუქრება თუ მუდმივად ხაზზე იქნებით და გექნებათ წვდომა  მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან.


სილქნეტმა, პანდემიური წელი გამოიყენა ქსელის გასაძლიერებლად და დღეს 7ჯერ სწრაფი ინტერნეტით და სანდო კავშირით, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, შეგიძლიათ იმუშაოთ, ისწავლოთ, ფილმები და სპორტული გადაცემები ნახოთ.


კომპანიამ მომხმარებელზე მორგებული პირობები „სილქ კოსმოში“ გააერთიანა.  ესაა პაკეტების ნაკრები, რომელიც შეგიძლიათ  თქვენს აქტივობებს და დღის რეჟიმს მოარგოთ. სურვილისამებრ  აირჩიოთ დღიური, ორკვირიანი, 28 დღიანი პირობები.


სილქნეტმა შეთავაზებებში დააბრუნა ერთდღიანი ულიმიტო ინტერნეტ პაკეტი 1 ლარად. ესეც მომხმარებელთა სურვილების გათვალისწინებით.  ულიმიტო კატეგორიაშია  5 დღიანი პაკეტი (4 ლ) და ერთ თვიანი შეთავაზება- ღამის საათებში ინტერნეტით შეუზღუდავად სარგებლობისთვის (4,9ლ).


არ გამოგრჩეთ  საზაფხულო „სილქფესტები“. ეს შეთავაზება საშუალებას მოგცემთ მინიმალურ ფასად  ჩაირთოთ ულიმიტო ინტერნეტი და უსასრულო სასაუბრო დრო მთელი თვით, ან გაიაქტიუროთ ის შერეული კომბინაციები, რომელიც ყველაზე მეტად გჭირდებათ.



თუ ჯერ არ ხართ სილქნეტის ქსელში ჩართული, დაპორტირდით მარტივად და ერთი წლის მანძილზე,  ყოველთვიურად მიიღეთ 2GB ინტერნეტ პაკეტი საჩუქრად! ონლაინ შეკვეთის შემთხვევაში, SIM ბარათის მიწოდება თბილისის მასშტაბით უფასოა.


სადაც არ უნდა იყოთ, ტელევიზიის ყურებას შეუფერხებლად შეძლებთ. დასასვენებლად მთაში, ბარში, ზღვაზე  თუ მიდიხართ, მაუწყებლობა  სმარტფონზე, პლანშეტზე გადაიტანეთ ან  ვებ ბრაუზერით უყურეთ. ამისათვის ჩამოტვირთეთ SilkGo აპლიკაცია. 


თქვენთვის სასურველ დროს და ნებისმიერი ლოკაციიდან თვალი ადევნეთ სპორტულ გადაცემებს, ფილმებს, საინფორმაციო და შემეცნებით პროგრამას.   სერვისს კინოკატალოგი Amediateka მოჰყვება, რეიტინგული სერიალებით, ახალი პრემიერებით და ეპიზოდებით.  აპლიკაციისთვის მთავარია ინტერნეტთან წვდომა!


სილქნეტის მობილური ინტერნეტი გაძლევთ საშუალებას ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი წერტილიდან იმუშაოთ, ჩაერთოთ ტრენინგებში, დაესწროთ სასწავლო პროცესს, ნახოთ ფილმები, თვალი ადევნოთ სპორტულ ღონისძიებებს.


სილქნეტი საინტერესო და მრავალფეროვან ზაფხულს გისურვებთ!



(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up