სილქნეტმა ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვებასა და ამასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებზე საფუძვლიანი კვლევები ჩაატარა

სილქნეტმა ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვებასა და ამასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებზე საფუძვლიანი კვლევები ჩაატარა

access_time2020-12-02 19:55:00

გვინდა გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ვირტუალურ ოპერატორებთან დაკავშირებით, სადაც  Cullen International-ის მთავარი ანალიტიკოსის და კონკურენციის ექსპერტის მიერ ნათქვამია: „მაშინ, როცა სატელეკომუნიკაციო ბაზარი მომწიფებულია, ინვესტიციები უკვე განხორციელებულია, ასევე, ბაზარი სრულად გაჯერებულია და ვერ იზრდება კონკურენცია, მარეგულირებელმა კომისიებმა სავალდებულო უნდა გახადონ MVNO-ების (მობილური ვირტუალური ოპერატორების) დაშვება“.


უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ბაზარზე ვითარება სხვაგვარია. გვინდა მოვიყვანოთ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკური კომპანიის, Analysys Mason-ის შეფასება დღეისათვის საქართველოს ბაზარზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. AnalysysMason-თან ერთად ჩვენითითქმის ერთი წელია, ვაწარმოებთ კვლევას საქართველოს მობილურბაზარზე არსებული სიტუაციის შესწავლაზე. შედეგად, AnalysysMason-ითავის კვლევაში აცხადებს: „დღეისათვის საქართველოში ბაზარი საკმარისად კონკურენტულიადა ვერ ვხედავთ ბაზრის არაეფექტურად  ფუნქციონირების ისეთ მტკიცებულებას, რომლის საფუძველზეც გამართლებული იქნებოდა MVNO-ების დაშვების წინასწარი რეგულირების დაწესება“;


მისივე კვლევებში ნათქვამია: „საქართველოს ბაზარზე ოპერირებს სამი სრულფასოვანი ქსელური მობილური ოპერატორი, რომლებიც  კონკურენტულ და მრავალფეროვან მომსახურებებს სთავაზობენ აბონენტებს უახლესი სტანდარტების გამოყენებით (მათ შორის  4G,4.5G, 4.9G)“.



ჩვენ, ისევე, როგორც ჩვენი კონკურენტები, ყოველწლიურად ვახორციელებთ ათობით მილიონი დოლარის ინვესტირებას, რაც მუდმივად განგრძნობითი პროცესია და სამომავლოდაც ვგეგმავთ არანაკლები ინვესტიციების გაწევას უახლესი ტექნოლოგიების დასანერგად, რათა მომხმარებელს კვლავაც შევთავაზოთ მაღალი დონის მომსახურება, მათ შორის 5G  ტექნოლოგიის გამოყენებით.


ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მობილური საცალო ბაზარი ეფექტურად კონკურენტულია.


გვინდა, აქვე აღვნიშნოთ, რომ ჩვენ არაერთი თვეა, ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვებასა და ამასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით ვმუშაობთმარეგულირებელ კომისიასთან. ამ პროცესში ჩვენი პარტნიორიაAnalysys Mason-ი. კვლევა დასრულებულია და დღეს გადავეცით მარეგულირებელ კომისიას. ჩვენ დაველოდებით, სანამ კომისია განიხილავს საკითხს და ჩვენს შეჯერებულ პოზიციას გავასაჯაროვებთ უახლოეს მომავალში.

 

(R)


თეგები:
სილქნეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up