იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, 86 წლის სილვიო ბერლუსკონი ჰოსპიტალიზებულია, ის მილანის ერთ-ერთ საავადმყოფოში რეანიმაციაშია მოთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, განუცხადეს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია. მისი ჰოსპიტალიზაციის მიზეზი გულ-სისხლძარღვთა პრობლემები გახდა.