ჯანმოს საქართველოსთან მრავალწლიანი მუშაობა ამ პანდემიის დროს კიდევ უფრო გაძლიერდა. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ საქართველოში COVID-19-ის შესახებ ცოდნის მონიტორინგის კვლევის შედეგების წარდგენისას განაცხდა.
„აღნიშნული კვლევა ფასდაუდებელ ინფორმაციას გვაწვდის სამომავლოდ, საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჩასატარებლად. შედეგები უკვე ასახულია რისკების კომუნიკაციისა და საზოგადოების ჩართულობის სტრატეგიაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ჯანმოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ამზადებს, რათა ქვეყანამ უკეთ შეძლოს მოსახლეობის საჭიროებებსა და მოლოდინზე პასუხის გაცემა“, - განაცხადა დომენტემ.
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში პანდემიის ფონზე მოსახლეობის ცოდნის, რისკების აღქმის, პრევენციული ქცევების და ნდობის მონიტორინგის კვლევის შედეგები დღეს გამოაქვეყნა.
imedinews.ge