„სინერჯიმ“ თევზისა და ხიზილალას პროდუქტების მწარმოებელი ყველაზე დიდი კომპანიის წილი შეიძინა

„სინერჯიმ“ თევზისა და ხიზილალას პროდუქტების მწარმოებელი ყველაზე დიდი კომპანიის წილი შეიძინა

access_time2021-08-16 10:00:12

კორონავირუსის გავრცელების შედეგად საქართველოს ეკონომიკას დიდი ზარალი მიადგა, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა ბიზნეს სექტორიც. თუმცა, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილის ეტაპობრივ მოხსნასთან ერთად ეკონომიკამ გაჯანსაღება დაიწყო. ბაზარზე არა ერთი ბიზნეს გარიგება შედგა. პანდემიურ რეალობაში მუშაობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს საინვესტიციო კომპანია „სინერჯიც“ . კაპიტალის ზრდის კომპანია 2021 წელს 7-მდე ახალი კომპანიის წილის შეძენას გეგმავს. ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია თევზისა და ხიზილალას პროდუქტების მწარმოებელი ყველაზე დიდ კომპანია „უმალთან“. რატომ შეარჩია „სინერჯიმ“ „უმალი“, რა არის მისთვის პრიორიტეტი და მიიღებს თუ არა მონაწილეობას კომპანიის მართვაში, ამ საკითხზე „კომერსანტთან“ სინერჯი ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი და კაპიტალის ზრდის კომპანია „სინერჯის“ დირექტორი პაპუნა ტოლიაშვილი საუბრობს.


მისი თქმით, „სინერჯიმ“ წილის 30% ე.წ. კაპიტალის ბაზრის სქემით შეიძინა. ეს ამ კომპანიას, ტოლიაშვილის განცხადებით, ძალიან დაეხმარება, რომ ბაზარი გააფართოვოს, ახალი პროდუქტები დაამატოს და არამარტო ორგანიზაციულად, არამედ ფინანსურადაც გადავიდეს განვითარების შემდეგ ეტაპზე.


„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ზოგადი ტრენდი, რომ ადამიანებმა უფრო ჯანსაღი საკვები მოიხმარონ. თევზის მოხმარება არა მარტო ჩვენთან, არამედ მთელ მსოფლიოში იზრდება. სწორედ ამიტომ ეს მიმართულება ჩვენთვის საინტერესო იყო. პორტფელში გვაქვს ჩაი, ჩირი, ჯანსაღი პური და გვგონია რომ თევზიც არის ისეთი პერსპექტიული პროდუქტი, რომლის მოხმარებაც გაიზრდება. ამ მიმართულებით საქართველოში სულ ორ ბიზნეს სუბიექტი ოპერირებს, „ოკეანე“ და „უმალი“ და ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს კომპანიას, რომ გაიზრდოს და განვითარდეს, მათ შორის ხელი შეუწყოს საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტების წარმოებას და ექსპორტზე გაყიდვას. ამას გარდა, მენეჯმენტში კვალიფიციური ადამიანები არიან და როგორც მომხმარებლისგან გავიგეთ, პროდუქტიც ძალიან კარგი აქვთ“, - განაცხადა პაპუნა ტოლიაშვილმა.


კომპანიის გენერალური დირექტორი გვიყვება, რომ თავდაპირველად „სინერჯი“კომპანიის ახალ ეტაპზე გადაყვანაში მონაწილეობს. კაპიტალის ზრდის კომპანიაში სურვილი აქვთ, რომ შეძენილი კომპანია უფრო მეტად სისტემური და სტრუქტურირებული გახდეს, რათა ბიზნესმა ზრდა სწრაფად გააგრძელოს.


„როგორც წესი, ჩვენ კომპანიების მართვაში არ შევდივართ. პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში მენეჯმენტის სისტემას ისე ვაყალიბებთ, რომ საქმიანობა ჩვენგან დამოუკიდებლად გააგრძელონ. სამეთვალყურეო სისტემას ვაწყობთ და მეთვალყურეობაში ვრჩებით და მხოლოდ განვითარების სისტემების გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ. ჩვენი პროფილური კომპანიების ოპერაციულ მართვაში, როგორც წესი, ჩვენ არ ვმონაწილეობთ. საწყის ფაზაში, ხანდახან არის საჭირო, რომ მენეჯმენტი გადააწყო ისე, რომ სრულყოფილი სტრუქტურა ჩამოაყალიბო, რომელსაც დამფუძნებლების გარეშე მიმდინარე ოპერაციული საქმიანობა გამართულად შეუძლია წაიყვანოს“, - აცხადებს პაპუნა ტოლიაშვილი.



პაპუნა ტოლიაშვილი გვიყვება, რომ „სინერჯის“ ჰქონდა სტრატეგია, ინვესტიცია წლის განმავლობაში 5-დან 10-მდე კომპანიაში განეხორციელებინა. იგი ამბობს, რომ საშუალოდ, წლის განმავლობაში 5 კომპანიის წილის ყიდვას ახერხებდნენ, თუმცა გასული, პანდემიური 2020 წელი გამონაკლისი აღმოჩნდა, „სინერჯიმ“ მხოლოდ 3 კომპანიაში მოახერხა შესვლა. გენერალური დირექტორის განცხადებით, „სინერჯის“ ახლა აქვს ის წელი, როდესაც მიზნობრივ პარამეტრს უნდათ რომ მიუახლოვდნენ, რასაც მისი თქმით, დიაგნოსტირება და ძალიან ბევრი შრომა სჭირდება, რათა შეცდომა არ დაუშვან. იგი ვერ ასახელებს იმ კომპანიებს, რომელთა შესყიდვაზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა საუბრობს თუ რომელი სფეროს კომპანიების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს:


„კონკრეტულ კომპანიებს ამ ეტაპზე ვერ ვასახელებ, მაგრამ შემიძლია სფეროებზე ვისაუბრო. ერთ-ერთი კომპანია, სადაც ჩვენ პრინციპულად გვაქვს გადაწყვეტილი, რომ შევდივართ და პარტნიორთან შეთანხმება მიღწეულია, არის ელექტროტექნიკის მწარმოებელი ავტორიზებული კომპანია, რომელსაც აქვს მაღაზიების ქსელი და საკმაოდ მზარდი ბიზნეს ოპერატორია. დღეს უკვე გვაქვს მიღებული პრინციპული გადაწყვეტილება, იურიდიული საკითხები გადაწყვეტა მიმდინარეობს, რომელიც 2 კვირაში უნდა დასრულდეს.


ასევე, ჩვენ პორტფელური კომპანიებია 8000 მოსავალი და g.Vino, ამ ორი კომპანიიდან გამომდინარე, გვინდოდა წილი ისეთ კომპანიაში გვეყიდა, რომელიც სახარჯი მასალების და წარმოებისთვის საჭირო დანადგარების მცირე და საშუალო მეღვინეების მთავარი მიმწოდებელი შეიძლება გახდეს. ერთ-ერთი ასეთი კომპანია შევარჩიეთ, ყველაზე კარგი, ძველი და ძლიერი თავის კონტაქტებითაც და გამოცდილებითაც. ამ კომპანიასთანაც მოლაპარაკების პროცესი თითქმის დასრულებულია. კარგი პროფილური კომპანია გახდება, რადგან მისი დახმარებით ჩვენი პარტნიორი მეღვინეები შეძლებენ ნედლეული და სახარჯი მასალები გაცილებით კარგი პირობით იყიდონ, ვიდრე ამას დამოუკიდებლად მოახერხებდნენ. ეს საშუალო და მცირე მეღვინეებისთვის ძალიან დიდი მხარდაჭერაა, შეიძლება ისეთი მიმწოდებელი გავუჩინოთ საქართველოში, რომელიც ჯამურ შეკვეთებს გაუკეთებს და კარგი შუამავალი გახდება“, – განმარტავს პაპუნა ტოლიაშვილი.


კაპიტალის ზრდის კომპანიის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ პანდემიური გამოწვევები ყველასთვის არის ერთის მხრივ, როგორ საფრთხეებით ისე შესაძლებლობებით სავსე პერიოდი. მისი თქმით, ბიზნეს ოპერატორები უნდა დაფიქრდნენ, გამოწვევებს შეხედონ როგორც შესაძლებლობას და მაქსიმალურად ეცადონ მის გამოყენებას.


„პანდემია და ის სირთულეები, რომელიც ბაზარზე არსებობს, ეს ერთის მხრივ პრობლემებს ქმნის, მაგრამ მეორეს მხრივ, ძალიან დიდ შესაძლებლობებს აჩენს. ისეთ კომპანიები, რომლებიც მომავალს რისკით უყურებენ, აქვთ შესაძლებლობა ჩვენთან ერთად, უფრო მყარად იგრძნონ თავი და მარტივად მიიღონ „სინერჯისთვის“ წილის მოყიდვის გადაწყვეტილება. ვცდილობთ, ეს სიტუაცია ამისთვის გამოვიყენოთ, რადგან ზუსტად ვიცით, რომ ეს პერიოდი დასრულდება. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იძლევა ნიშნებს, რომ ბიზნესი გაცილებით მალე დაუბრუნდება იმ ძველ პარამეტრებს, რომელიც იყო. გვინდა ამ პერიოდში ძალიან კარგი პარტნიორები და კარგი პორტფელური კომპანიები შევიძინოთ“, - ამბობს პაპუნა ტოლიაშვილი.


შეგახსენებთ, რომ კერძო კაპიტალის კომპანია 2018 წელს სინერჯი ჯგუფმა შექმნა. დღეს კი კომპანიის პორტფელი 15 კომპანიას აერთიანებს.


ბაჩო ადამია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up