"სირცხვილი ჩვენ," - ამერიკელი კონგრესმენი რესპუბლიკური პარტიიდან, ადამ კინზინგერი Twitter-ზე უკრაინის მხარდამჭერ წერილს აქვეყნებს.
"რუსეთის თერმობარული იარაღი NATO-მ უნდა გაანადგუროს. ეს ბარბაროსობაა. სირცხვილი ჩვენ, რომ ასე უბრალოდ ვუყურებთ მათ გამოყენებას. კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკვდეს, ფილტვები აუფეთქდეს, სანამ ჩვენ შიშს დავძლევთ? ძველი თაობის ცივი ომის დროინდელი მოლაპარაკე თავები ცდებიან," - წერს ამერიკელი კონგრესმენი.