„სირცხვილის სტადიონები: ციფრები, რომელსაც კატარი არ აღიარებს“ - The Guardian

„სირცხვილის სტადიონები: ციფრები, რომელსაც კატარი არ აღიარებს“ - The Guardian

access_time2022-11-19 14:00:41

The Guardian-ი კატარის სტადიონის შესახებ სტატიას ასეთი სათაური აქვეყნებს: „სირცხვილის სტადიონები: ციფრები, რომელსაც კატარი არ აღიარებს“.

ტექსტში საუბარია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, კატარმა მსოფლიო ჩემპიონატის მომზადებაზე 200 მილიარდი დოლარი დახარჯა, მაშინ როცა 2018 წელს რუსეთის მიერ გაწეული ხარჯი 11 მილიარდი დოლარი იყო.

 

უფლებადამცველი ორგანიზაცია Fair Square-ის წარმომადგენელი ნიკოლას მაკგიჰანი ამბობს, რომ სტადიონის სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას 36 თანამშრომელი გარდაიცვალა. კატარის ოფიციალური მონაცემებით კი მხოლოდ 3-ია გარდაცვლილი. ამას გარდა, კატარში სიცხის გამო 200 ნეპალელი მუშაა მკვდარი.

 

Amnesty International-ის ცნობით, ბოლო 12 წლის განმავლობაში სამუშაოს შესრულებისას ექსპლუატაციისა და ძალადობის მსხვერპლი 100 000 მიგრანტი მუშა იყო და მათ დღეში 14-18 საათი უწევდათ მუშაობა.


 

„ნავთობსახელმწიფოს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების სია გრძელია: მმართველი ოჯახი მსოფლიო ჩემპიონატს თავისი ძალაუფლების გასაძლიერებლად იყენებს; კატარში ინფრასტრუქტურის მოწყობისას 6500 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მეგამაგისტრალების, სასტუმროებისა და რვა სტადიონის აშენებისას (ერთი აქედან ბედუინთა კარავშია შექმნილი, მეორე 974 გადამუშავებული კონტეინერისგანაა აშენებული); რომ კატარი მტრულად არის განწყობილი არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანების და სხვა უმცირესობების მიმართ“, წერს Bloomberg Opinion-ი.

 

ინგლისელი ჟურნალისტი მარტინ ევანსი წერს, რომ დასავლური სიხარბე და თვალთმაქცობა ერთმანეთთან მჭიდროდაა გადაჯაჭვული. ბევრი ცნობილი ადამიანი, მოდელი და სპორტსმენი, რომლებიც გეი პრაიდის ღონისძიებებსა და გადაღებაზე ჩნდება და შინ ლიბერალურ ღირებულებებს უჭერს მხარს,  მსოფლიო ჩემპიონატის პოპულარიზაციისთვის სიამოვნებით იღებენ კატარის ფულს.

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up