რატომ ვერ (არ) ამჩნევენ პასუხისმგებელი უწყებები საქალაქთაშორისო ტრანსპორტის კატასტროფულ მდგომარეობას?

რატომ ვერ (არ) ამჩნევენ პასუხისმგებელი უწყებები საქალაქთაშორისო ტრანსპორტის კატასტროფულ მდგომარეობას?

access_time2022-07-15 11:00:49

საქართველოში 54 ათასამდე რეგისტრირებული ავტობუსის და მიკროავტობუსიდან ტექინსპექტირება მხოლოდ 15%-ს აქვს გავლილი. ასეთი კატასტროფული მაჩვენებელი კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა, როდესაც საქალქთაშორისო ტრანსპორტი ზაფხულის სეზონზე კიდევ უფრო დაიტვირთა. რატომ არ კონტროლდება ეს სეგმენტი? როგორ ახერხებენ გაუმართავი ავტომობილები გადაადგილებას ისე, რომ შესაბამისი სამსახურები ამას ვერ (არ) ამჩნევენ. 


ისიც ცნობილია, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის 85% არ ცხადდება ტექინსპექტირებაზე და ტექნიკურად გაუმართავი ავტოტრანსპორტით ხდება მგზავრთა გადაყვანა


როგორც ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა „კომერსანტს“ განუცხადა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევისას აღმოჩნდა, რომ მგზავრთა გადაყვანა რეგიონების მიმართულებით უმეტესად ხდება ამორტიზებული მიკროავტობუსებით, რომელთაგან ზოგი სამგზავროდ გადაკეთებული სატვირთოა. როგორც მესხიშვილი ვარაუდობს, ეს ის კატეგორიაა, რომელიც ტექნიკურ შემოწმებას თავს არიდებს, ვინაიდან სტანდარტს მინიმალურ დონეზეც ვერ აკმაყოფილებს.


,,დიდუბის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელი, ნესტორ მიქატაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის სისტემის მოწესრიგებას უკვე წლებია ითხოვენ. მთავარი პრობლემა არალეგალურ ტრანსპორტში ე.წ. ხიშნიკებშია და ტექინსპექტირებაც სწორედ მათ არ უტარდებათ.



„ავტოსადგურებზე რეგისტრირებული ტრანსპორტი ტექინსპექტირებას გადის, პრობლემა ე.წ. ხიშნიკებშია, რომლებიც არალეგალურად მუშაობენ და ყოველგვარ გადასახადებს თავს არიდებენ. გახსნილია უკანონო სადგურები და ამას არავინ აკონტროლებს, შესაბამისად ისინი არც თვლიან თავს ვალდებულად ტექინსპექტირება გაიარონ ან მგზავრების უსაფრთხოებაზე იზრუნონ. არც მძღოლებს აქვთ შესაბამისი მოწმობა, არც ტრანსპორტია ტექნიკურად გამართული, სრული უკონტროლობაა სისტემაში. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო წლებია მუშაობს რეგულირების კანონზე, მაგრამ ჯერჯერობით არაფერია მიღებული.


არსებობს ტექნიკური რეგლამენტი ავტოსადგურის მოწყობისა და ფუნქციონალური წესის შესახებ, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ადგილი საიდანაც გადის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, ამასთანავე არსებობს მთავრობის დადგენილება მგზავრის გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის შესახებ, სწორედ ეს უნდა დააკმაყოფილოს ყველამ და ამის კონტროლი არ ხდება სააგენტოს მიერ“,  ამბობს მიქატაძე.


სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში ჯამში 24 საქალაქთაშორისო ავტოსადგურია, აქედან პირველი კლასის ავტოსადგური მხოლოდ სამია - შპს „ოკრიბა“, სს „თბილისის ცენტრალური ავტოვაგზალი“ და შპს „ლილო ჩარტერი“. მეორე კლასისაა 6 ავტოსადგური, ხოლო მესამე კლასის - 15.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up