2025 წლის 1-ლი იანვრიდან სისხლის ჩაბარების შემთხვევაში გაცდენილი სამუშაო საათები საპატიოდ ჩაითვლება.
შრომის კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, პირს, რომელიც არის სისხლის ან მისი კომპონენტის დონორი, უფლება აქვს გათავისუფლდეს სამსახურიდან სისხლის ან მისი კომპონენტის ჩაბარების დროს. ამასთან, დამსაქმებელი ვალდებულია წინასწარი შეთანხმებით, შეუფერხებლად გაუშვას დასაქმებული სისხლის ან მისი კომპონენტის ჩასაბარებლად.
დასაქმებულს სისხლის ან მისი კომპონენტის ჩაბარების მიზნით გაცდენილი სამუშაო საათები სისხლის ან მისი კომპონენტის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში საპატიოდ ჩაეთვლება და შეუნარჩუნდება შრომის ანაზღაურება.