Site Selection Magazine-ი საქართველოს ბიზნეს-შესაძლებლობების შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელსაც ასეთი სათაური აქვს: „ჩართვის დროა“.
სტატიაში ხაზგასმულია საქართველოს ბიზნეს-გარემოს მიმზიდველობა და ის შედეგები, რასაც ქვეყანამ პანდემიის და რეგიონში რთული პოლიტიკური ვითარების მიუხედავად მიაღწია.
ავტორი მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი პროექტებსაც ახსენებს. მაგალითად - შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის პროექტს. გამოცემა ქვეყანაში ინვესტიციების ხელშეწყობის მექანიზმებზეც წერს და ბოლო დროს შემოსული ინვესტიციებს — Girteka-ს და Lineate-ს ახსენებს, რომლებსაც საქართველოში ინვესტირებაში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აქტიურად ეხმარებოდა, ხოლო კომპანია Lineate FDI გრანტის პირველი ბენეფიციარი გახდა.