„სითი პარკის“ გაძევებიდან 4 წლის შემდეგ ჯარიმები გაიზარდა, პრობლემები შენარჩუნდა

„სითი პარკის“ გაძევებიდან 4 წლის შემდეგ ჯარიმები გაიზარდა, პრობლემები შენარჩუნდა

access_time2022-03-30 19:30:19

2014 და 2017 წლების თვითმართველობის არჩევნებზე თბილისიდან „სითი პარკის გაშვება“ მერობის კანდიდატების ერთ-ერთ მთავარ დაპირებას წარმოადგენდა. დავით ნარმანიამ ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტაზე შესაძლო 25 მლნ ლარიანი პირგასამტეხლოს დაკისრების მოტივით ამ გადაწყვეტილებაზე უარი თქვა. უკვე 2018 წელს ახალმა მერმა კახა კალაძემ განსხვავებული მიდგომა აირჩია და კონტრაქტი მაინც მოშალა. მის გადაწყვეტილებას ოვაციები მოჰყვა, თუმცა შემდგომ 4 წელიწადში მძღოლებისთვის ბევრი არაფერი შეცვლილა და რიგ შემთხვევაში ჯარიმები გაიზარდა, პარალელურად ახალი ავტობუსების რაოდენობაც გაიზარდა, მაგრამ არა მოთხოვნის პროპორციულად. დაპირების საწინააღმდეგოდ თბილისის მოსახლეობას „სითი პარკის“ ქალაქიდან გასვლა $4.3 მლნ დაუჯდა.


2020 წლის ივლისში მოქალაქეებს 850 ათასი ლარის ოდენობის სითი პარკის დარჩენილი ჯარიმები ჩამოეწერათ. კახა კალაძემ მაშინ პარლამენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კომპანია ავტომფლობელებს არასწორად აჯარიმებდა.


ბოლო წლებში ცენტრალურ უბნებში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა, სადაც ავტომობილის 1 საათიანი გაჩერების ღირებულება 1 ლარს შეადგენს, მოქმედებს სააბონენტოც: 1 დღიანი 20 ლარი, 1 კვირიანი 100 ლარი, 1 თვიანი 300 ლარი, 6 თვიანი 500 ლარი და 1–წლიანი – 800 ლარი. გამონაკლისს 100 მეტრის რადიუსში მცხოვრებები, 100 მეტრის რადიუსში უძრავი ქონების მფლობელები, შშმ პირები და ელექტრომობილის მფლობელები წარმოადგენენ. ამ გადაწყვეტილებით ბევრი მოქალაქე კმაყოფილია, ვისთვისაც მანამდე სახლებთან ავტომობილის დაყენება წარმოუდგენელი იყო.



მერიის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 31 მარტიდან, ავტომობილის საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანის საფასური 150%-ით 60 ლარიდან 150 ლარამდე გაიზარდა, საჯარიმოზე 24 სთ-იანი დგომის საფასური კი გაორმაგდა და 20 ლარი გახდა.


პრობლემები იგივეა, რაც 4 წლის წინ. მიწისქვეშა ავტოსადგომების არარსებობის გამო, ქუჩებთან ერთად ავტომობილებით ტროტუარებიც გადატვირთულია. სითი პარკისთვის წაყენებული ერთ-ერთ ბრალდებას პარკინგის მოუწყობლობა სახელდებოდა, მან მხოლოდ ქუჩები დახაზა. მსგავსი სამუშაოები არც მერიის დაქვემდებარებაში არსებულ „თბილისის პარკინგს“ ჩაუტარებია.


საზოგადოებრივ ტრანსპორტის მხარდაჭერა ევროპაში დიდი ხანია პრიორიტეტადაა ქცეული. ფასიანი ქუჩების, პარკირების მაღალი გადასახადისა თუ ეკოლოგიაზე ზრუნვის გამო, ევროპულ ქალაქებში ავტომობილის მფლობელთა დიდი ნაწილიც ყოველდღიური საჭიროებებისთვის მუნიციპალურ ტრანსპორტს ან ველოსიპედს იყენებს. თბილისში ამ მხრივ განსხვავებული ვითარებაა. 2018 წლიდან დღემდე დედაქალაქში 1 მეტროსადგურიც არ გახსნილა, ლილომდე მისაყვანი მეტრო დაპირებად დარჩა, არ აღდგენილა ტრამვაი. ავტობუსების გაზრდილმა პარკმა კი გადაადგილებაზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ მოახერხა. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up