სკანდინავიის ქვეყნებში ქართული ღვინის პოპულარიზაციის გასაზრდელად ღვინის ეროვნული სააგენტო ღონისძიებებს გეგმავს

სკანდინავიის ქვეყნებში ქართული ღვინის პოპულარიზაციის გასაზრდელად ღვინის ეროვნული სააგენტო ღონისძიებებს გეგმავს

access_time2022-06-28 14:40:00

ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით მიმდინარე ღონისძიებების ფარგლებში, დანიის სამეფოში ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.



„ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე სკანდინავიური ღვინის აკადემიის დანიის ფილიალის მენეჯერ თომას ილკაერს შეხვდა. შეხვედრაზე დავით ტყემალაძემ ქართული ღვინის ცნობადობისა და პოპულარიზაციის გაზრდის სახელმწიფო პოლიტიკასა და გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დანია, ისევე როგორც სკანდინავიის სხვა ქვეყნები, მნიშვნელოვანი ახალი მიმართულებაა.



მხარეებმა კონკრეტული თანამშრომლობის და ერთობლივი ღონისძიებების გამართვის გეგმები განიხილეს.



აღსანიშნავია, რომ თომას ილკაერის ღვინის აკადემიაში ათეულობით მეღვინე, რესტორნების და ღვინის ბარების მფლობელია გაწევრიანებული. შესაბამისად, აკადემიის სასწავლო პროგრამაში ქართული თემატიკის შეტანა ხელს შეუწყობს საქართველოს და ქართული ღვინის შესახებ ცოდნის ამაღლებას.




ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ კოპენჰაგენში, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოსა და კომპანიის „Georgisk vin“ მხარდაჭერით, ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, რომელსაც ღვინის პროფესიონალები დაესწრნენ, მათ შორის, სომელიების სკოლის მენეჯერი, სომელიები, ღვინის ტურების ორგანიზატორები, ღვინის ონლაინ ჟურნალის გამომცემლები და ღვინის მწერლები.



სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა დანიის სანეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნატა მენაბდემ, რომელმაც ქართული ღვინის დაყენების უნიკალურ მეთოდზე და მის რვაათასწლიან ისტორიაზე ისაუბრა.



ღონისძიების ფარგლებში, სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის „საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენება გაიმართა; მოეწყო პრეზენტაცია ქართული ღვინის ისტორიისა და მეღვინეობის თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი გიორგი თევზაძე უძღვებოდა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up