„სკიჯის სახლი“ - როგორ იქცა ყოველდღიურობა ბიზნესად

„სკიჯის სახლი“ - როგორ იქცა ყოველდღიურობა ბიზნესად

access_time2023-02-06 15:30:38

„სწორი შრომით, რესურსების სათანადო გამოყენებით, მიზნის დასახვითა და შემდეგ ამ მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბით, დაუღალავად სვლით, სოფლად მცხოვრებ ადამიანს შეუძლია თავისი საკუთარი ბიზნესი გამართოს, საქმის კეთებით ისიამოვნოს და შემოსავალიც გაიჩინოს,“ - ასე ფიქრობს დარეჯან ბერძენიშვილი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ბიზნესის დაწყება გადაწყვიტა, საცხოვრებლად თბილისიდან გურიაში გადავიდა და სოფელ ხიდისთავში, მეუღლის მშობლების დანატოვარი სახლ-კარი „სკიჯის სახლად“  აქცია.


„სკიჯი“ ძველი ქართული სიტყვაა და ქიშმიშსა და ჩამიჩს ნიშნავს, სწორედ ამიტომ დარეჯანმა თავის კომპანიას, რომლის მთავარ საქმიანობაც ხილის დაჩირებაა, „სკიჯი“ დაარქვა, 2015 წელს ბიზნესგეგმა დაწერა, იმ დროისთვის ახალდაწყებული პროექტის, „აწარმოე საქართველოს“ მიკროგრანტების პროგრამაში ჩაერთო და  5 000 ლარიანი გრანტიც მოიპოვა. ამ თანხით ხილის საშრობი აპარატი იყიდა და პირველი 100 კგ მანდარინისა, ვაშლის, ხურმის და კივის ჩირი დაამზადა. პროდუქციის ნაწილი თბილისში სავაჭრო ობიექტებში გაყიდა, ნაწილი კი ნაცნობ-მეგობრებში უფასოდ დაარიგა. დარეჯანი იხსენებს, რომ იმ წლებში ინტუიციით მოქმედებდა, თუმცა ახლა მიაჩნია, რომ მაშინ, ამ სფეროში ახალბედობის მიუხედავად,  მართებული ნაბიჯები გადადგა - გურული ხილის ჩირი ბევრ ადამიანს გააცნო, ბევრი რამ ისწავლა, მომხმარებელი შეიძინა და ბიზნესიც წინ წასწია.


დასაჩირებელ ხილს დარეჯანი გურიის რეგიონში, ადგილობრივი გლეხებისგან ყიდულობს. თავიდან ჩირი სახლის პირობებში, ოჯახის წევრების დახმარებით  მზადდებოდა. ამბობს, რომ მოტივაციას გურული მეზობლების, ნათესავებისა თუ ნაცნობებ-მეგობრების მხარში დგომა უმაღლებდა. ადგილობრივებისგან ბევრი რამ ისწავლა და მიზნად დაისახა, თავისი შრომითა და წარმატებით მათთვისაც მაგალითი გამხდარიყო.


„როდესაც ეს საქმე წამოვიწყე, ირგვლივ ყველა მეხმარებოდა. სოფელში, ჩვეულებრივ გურულ სახლში ბიზნესის დაწყებით მათთვისაც გავაჩინე იმედი, რომ შესაძლებელია რეგიონში, იმ მცირე აქტივით, რაც გაქვს, სახლსა და ეზოს ვგულისხმობ, დაიწყო საქმე, რომელიც შემოსავალს გაგიჩენს. ჩემი ერთ-ერთი მიზანი სწორედ ეს არის - მინდა, ჩემნაირ ადამიანებს, განსაკუთრებით კი ქალებს, დავანახო, რომ მათ ყველაფერი შეუძლიათ, მთავარია, დაიწყონ. სახელმწიფო პროგრამებით, დონორებისა და ბანკის დახმარებით, ბევრის მიღწევა შეიძლება, მით უმეტეს, რომ შრომა ქართველი გლეხისთვის უცხო არ არის, პირიქით, ეს მათი ყოველდღიურობაა, საჭიროა, უბრალოდ, ამ შრომისთვის სწორი მიმართულების მიცემა, რომ ის სათანადოდ დაფასდეს,“ - ამბობს დარეჯან ბერძენიშვილი.


5000 ლარითა და ერთი საშრობი აპარატით, სახლის პირობებში დაწყებული ბიზნესი თანდათან გაფართოვდა. 2020 წელს USAD-ის  „სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის“ გრანტის მოგების შედეგად კომპანია „სკიჯმა“ 150 წლიან გურულ ოდაში ჩირების საამქრო ააშენა და ევროპული მანქანა-დანადგარებით აღჭურვა. ასე გადაიქცა გურული ჩირი ტურისტულ პროდუქტად. წელს კომპანია დაახლოებით 3 ტონა მანდარინის, კივის, ხურმის, ქლიავის, ვაშლისა და მსხლის ჩირის წარმოებას გეგმავს. ჩირთან ერთად კი მალე დაიწყებს ჩირის ოთხი სახეობის - ფიტნეს, მაღალკალორიული, დიაბეტური და საბავშვო კანფეტების წარმოებასაც. წარმოებაში საერთაშორისო სტანდარტის დამკვიდრება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ამიტომ „სკიჯი“ სერთიფიცირების პროგრამაშიც ჩართულია.


ჩირის ბიზნესის პარალელურად დარეჯან ბერძენიშვილმა ეკოტურისტული პროექტიც წამოიწყო და ახალ ბიზნესს „სკიჯის სახლი“ დაარქვა. თიბისის და „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით დაიგეგმა სასტუმრო კომპლექსი, მოპირკეთდა ეზო, გაკეთდა ბიოკანალიზაცია, ცენტრალური გათბობა, მოეწყო საჩვენებელი მეურნეობა. წლის ბოლომდე იგეგმება 12 სტუმარზე გათვლილი 3 სასტუმრო კოტეჯის და გასტროტურისტული ლოკაციის - სამზარეულო-სასადილო მშენებლობა, რომელიც „სკიჯის სახლში“ მისულ სტუმრებს გურული ტრადიციული კერძების განსაკუთრებულ, ჩირებით გამდიდრებულ გემოებს შესთავაზებს. საკვებ პროდუქტს კომპანია ადგილობრივი გლეხებისგან ყიდულობს, ნაწილი კი ეზოში მოწყობილ მცირე მეურნეობაში მოჰყავს.


„მაშინ, როცა ჩემი აქტივი შეფასებული იყო ნულით, თიბისი ბანკი ენდო ჩემს ბიზნესგეგმას, ჩემს მონდომებას და მხარში დამიდგა. პანდემიამ ძალიან შეგვიშალა ხელი, თუმცა, დავძლიეთ ეს დაბრკოლებები და ნელნელა გავმართავთ ეკოტურიზმის  მიმართულებასაც. ამ წლის ბოლოს დასრულდება ნაბიჯ-ნაბიჯ აწყობილი ბიზნესი, რომელსაც ექნება ერთიანი სტრატეგია: ჩირის წარმოების გარშემო განვითარებული, ხილის საჩვენებელი მეურნეობა, კოტეჯები და ტრადიციული სამზარეულო,“ - ამბობს დარეჯან ბერძენიშვილი.


ძირითად აქცენტს „სკიჯის სახლი“ ეკოლოგიაზე აკეთებს, სწორედ ამიტომ, პირველი, რაც დარეჯანთან სტუმრად მისულ უცხოელ თუ ადგილობრივ სტუმრებს განსაკუთრებით ხიბლავთ, უგემრიელესი, მრავალფეროვანი ჩირისა და გურული სტუმართმოყვარეობის გარდა, ბუნება, სიმწვანე, სუფთა ჰაერი, ჯანსაღი გარემო და საკვებია.

 

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up