სკოლებისთვის აკრედიტაცია გაუქმდება - რა ცვლილებები იგეგმება კანონში

სკოლებისთვის აკრედიტაცია გაუქმდება - რა ცვლილებები იგეგმება კანონში

access_time2021-12-10 18:00:00

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის აკრედიტაცია გაუქმდება და მისი ავტორიზაციის ინსტიტუტში ნაწილობრივი ინტეგრაცია მოხდება. ცვლილებას „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული.



როგორც პროექტის ინიციატორი განმარტავს, სკოლებისთვის აკრედიტაციის გავლა არ არის სავალდებულო და არც რაიმე დამატებით უპირატესობასთან ასოცირდება, დღევანდელ რეალობაში ის არ არის ხარისხის უზრუნველყოფის ქმედითი მექანიზმი.



ცვლილებით, კანონიდან ამოიღებენ ბრენდირების დეფინიციას.



„არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინდივიდუალური შეფასების სისტემის არსებობა არ არის მიზანშეწონილი. უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირების პროცესი ორიენტირებული უნდა იყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ამასთან, ბრენდირების არსებული პრაქტიკა არ უზურნველყოფდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომის ჩამოყალიბებას. აღნიშნულის შესაბამისად, არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე სკოლების ინდივიდუალური შეფასების სისტემის არსებობა არ არის მიზანშეწონილი“,- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.



კანონპროექტის ინიციატორი ამბობს, რომ ზოგადსაგანმანთლებლო პროგრამის აკრედიტაციის პროცესის გაერთიანებით ავტორიზაციის სტანდარტებში, უზრუნველყოფილი იქნება ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება არა მხოლოდ ინსტიტუციურ დონეზე, არამედ საგნობრივ დონეზე შეფასდება სასკოლო კურიკულუმის ხარისხი.




ცვლილების თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები შეეხება: სკოლის ფილოსოფიას; სასწავლო პროცესის ადმინისტრაციულ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას; მოსწავლეთა მხარდაჭერას.



„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ახალი სტანდარტები გაითვალისწინებს ზოგადი განათლების სპეციფიკას, შესაბამისობაში იქნება ახალი სკოლის მოდელის კონცეფციასთან, გაძლიერებულ აქცენტს გააკეთებს დაწესებულების მენეჯმენტსა და მოსწავლეთა უფლებების დაცვის საკითხზე. სასწავლო კურიკულუმის, როგორც შეფასების ცალკე კომპონენტის დანერგვით, აღარ არსებობს აკრედიტაციის აუცილებლობა, რადგან აკრედიტაციის ფარგლებშიც მოქმედი კანონმდებლობა სწორედ სასწავლო პროგრამებისა და მათი განხორციელების პროცესის შეფასებას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.



მოქმედი კანონმდებლობით, ავტორიზაციის საბჭოები საავტორიზაციო დოკუმენტაციისა და შესაბამისი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებენ ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ავტორიზაციის შესახებ; ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ; ავტორიზაციის გაუქმების შესახებ; პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ.



კანონპროექტით, ისინი აგრეთვე უფლებამოსილი იქნებიან მიიღონ გადაწყვეტილება: კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფუნქციონირების მიზანშეწონილობის თაობაზე შუამდგომლობით მიმართვის შესახებ.



„კანონპროექტით, შემოთავაზებულ იქნება საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ახალი სახეები, რომელიც უფრო მოქნილს გახდის პროცესს და პროგრამასთან/მის რესურსებთან მიმართებით ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილი იქნება გააუქმოს არა მთლიანად სკოლა, არამედ ცალკეული პროგრამა. აღნიშნული რეგულაცია არ გავრცელდება საჯარო სკოლებზე. ასევე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფუნქციონირების მიზანშეწონილობის თაობაზე ავტორიზაციის საბჭოები უფლებამოსილნი იქნებიან შუამდგომლობით მიმართოს სამინისტროს“,- ნათქვამია განმარტებით ბარათში.



გარდა ამისა, ცვლილების საფუძველზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურზე ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს ახორციელებენ უცხოურ ენაზე, ექნებათ უფლება, განსაზღვრონ კანონით განსაზღვრული სასწავლო წლებისგან განსხვავებული წლები, იმ პირობით, რომ საბაზო და საშუალო საფეხურზე უცხოურ ენაზე განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების სწავლების წლების ჯამური ოდენობა არ იქნება 6 წელზე მეტი ან ნაკლები. მოქმედი კანონის მიხედვით, საქართველოში სრულ ზოგად განათლებას 3 საფეხური აქვს: დაწყებითი (6 წელი), საბაზო (3 წელი) და საშუალო (3 წელი).



ცვლილების თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მიეცემა უფლება, ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა განახორციელოს გრიფმინიჭებული და/ან ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი, სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოებით. სახელმძღვანელოს სამინისტროსთან შეთანხების წესი და ვადები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით.



კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა, ავტორი კი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.



business-partner.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up