გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული ფართობების გაზრდის მიზნით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
„შიდა ქართლში სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ქარელში მცენარეული ნატანისა და შლამისგან მაგისტრალური არხის 2 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.
ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც სარწყავი წყლის მიწოდებას 1000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს.
აღდგენილი საირიგაციო არხით ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების სოფლების ქვემო ხვედურეთის, ზემო ხვედურეთის, ღვლევის, ქვენაფლავის, ქ. ქარელის, სკრის, ბეთლემისა და რიეთის მოსახლეობა ისარგებლებს – ნათქვამია ინფორმაციაში.
ექსპლუატაციის პროგრამით მიმდინარე სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.