ტელეკომპანია Sky News-ის მიერ კონსერვატიული პარტიის წევრებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, პარტიის ლიდერის თანამდებობაზე ლიზ ტრასი რიში სუნაკს დიდი უპირატესობით უსწრებს და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი სწორედ ის გახდება.
ტელეკომპანიის მონაცემების თანახმად, იმ პირების გამოკლებით, რომელთაც გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, ლიზ ტრასს მხარს პარტიის წევრთა 66% უჭერს, 34% კი რიში სუნაკს.
ცნობისთვის, კონსერვატიული პარტიის წევრებს, რომელთა რაოდენობაც 200 000-ს აღემატება, პარტიის ლიდერის არჩევის ვადა 5 სექტემბრამდე აქვთ. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი და კონსერვატიული პარტიის ლიდერი ბორის ჯონსონი 7 ივლისს გადადგა.