1.5 თვიანი ლოდინის შემდეგ, უკრაინამ სლოვაკეთისგან საბჭოთა წარმოების საზენიტო-სარაკეტო სისტემის S300-ის კომპლექტი მიიღო. იქამდე სლოვაკეთს ანალოგიური დანიშნულების მქონე თანამედროვე ამერიკული „პეტრიოტები“ გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკეთის პრემიერმინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს.
S300-ები საბჭოთა კავშირმა შეიარაღებაში 1978 წელს მიიღო. მის დანიშნულებას მაღალ სიმაღლეზე მფრენი თვითმფრინავებისა და რაკეტების განადგურება წარმოადგენს. რუსეთი გარდა კომპლექტს ასევე ფლობენ: ჩინეთი, ინდოეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ბულგარეთი, ეთიოპია, საბერძნეთი, ირანი, ვიეტნამი, სირია, ჩრდილოეთ კორეა და ვიეტნამი.
საზენიტო-სარაკეტო კომპლექტის გარდა უკრაინა პარტნიორებისგან სარაკეტო სისტემებს, ტანკებსა და თვითმფრინავებსაც ითხოვს. NATO-ს წევრი ქვეყნები მძიმე შეიარაღების გადაცემაზე უკვე შეთანხმდნენ. იქამდე 7 აპრილს შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის სასარგებლოდ განახლებული ლენდ-ლიზის კანონი მიიღო, რაც პრეზიდენტს კიევისთვის ბიუროკრატიული ბარიერების გვერდის ავლით შეიარაღების მიწოდების უფლებას ანიჭებს.