სლოვაკეთში საქართველოს ელჩი: წლევანდელ GLOBSEC-ს  საქართველოდან ესწრება საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია

სლოვაკეთში საქართველოს ელჩი: წლევანდელ GLOBSEC-ს საქართველოდან ესწრება საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია

access_time2022-06-02 14:30:00

წლევანდელ GLOBSEC-ს საქართველოდან ესწრება საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც მთავარი მომხსენებელია ევროკავშირის სამეზობლო პანელზე. მასთან ერთად, მთავარი მომხსენებელია მოლდოვის პრეზიდენტი, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სლოვაკეთის რესპუბლიკაში, რევაზ ბეშიძემ გლობალურ უსაფრთხოების ფორუმზე საუბრისას განაცხადა.



მისი თქმით, GLOBSEC-ი უსაფრთხოების საკითხებზე ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფორუმია ევროპაში და წელს GLOBSEC-ის ფოკუსი იქნება უკრაინაში რუსეთის აგრესიის საკითხებზე, შესაბამისად, ევროპაში უსაფრთხოების გამოწვევებზე.



„ასევე, GLOBSEC-ის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრს ექნება ორმხრივი შეხვედრები თავის კოლეგებთან, ასევე ევროკავშირის მაღალ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არის საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც ასევე მთავარი მომხსენებელია ენერგეტიკის უსაფრთხოების პანელზე. GLOBSEC-ის ფარგლებში ხელი მოეწერება შეთანხმებას INOBAT-ის კომპანიასთან. ჩვენი მხრიდან ხელს მოაწერს ბატონი ლევანი. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ქალბატონი ლელა ჩიქოვანი“ , - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სლოვაკეთის რესპუბლიკაში.




როგორც რევაზ ბეშიძემ აღნიშნა, ტრადიციულად, GLOBSEC-ი, ეს არის ძალიან კარგი პლატფორმა, სადაც საქართველოს კიდევ ერთხელ შეუძლია თავისი პრიორიტეტების წარმოჩენა.



„რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე, მთავარი ჩვენი პრიორიტეტია ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე ჩვენი საკითხების ლობირება. ამის საშუალებას იძლევა ნამდვილად GLOBSEC-ი. წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს დელეგაციას ამ ფორუმში მონაწილეობაში.



საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას ევროკავშირის სამეზობლოს პანელზე, რომელიც მიძღვნილია იმ განვითარებებზე, რომელიც გვაქვს ევროკავშირის უშუალო სამეზობლოში. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საუბარია საქართველოზე, მოლდოვასა და უკრაინაზე. პანელში ასევე მონაწილეობას მიიღებს ონლაინ ჩართვით მოლდოვის პრეზიდენტი, ქალბატონი მაია სანდუ. ძირითადად საუბარი შეეხება ევროკავშირში ჩვენი ქვეყნების პერსპექტივებს“ , - განაცხადა რევაზ ბეშიძემ.


ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს



თეგები:
GLOBSEC



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up