სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა იანეზ იანშამ დღეს განაცხადა, რომ მხარს უჭერს S-300-ის ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემების უკრაინაში გაგზავნას. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
,,დიახ, მე მხარს ვუჭერ ამას, რადგან ეს არის აღჭურვილობა, რომელიც უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება”, - აღნიშნა იანშამ.
სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ ის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა, რომელმაც განუცხადა, რომ უკრაინის მთავრობა მზადაა უკრაინელებს შესთავაზოს რეფერენდუმი კონსტიტუციის შესაცვლელად, რაც ნატოში გაწევრიანების სურვილზე უარის თქმას გულისხმობს.
„ვფიქრობ, მათ მიიღეს გარკვეული პრაგმატული გადაწყვეტილება, რადგან მას შემდეგ, რაც ისინი ამ ომს მოიგებენ, მიმაჩნია, რომ ნატოს ენდომება მათი გაწევრიანება. როდესაც ისინი ამ ომს მოიგებენ, უკრაინის არმია იქნება ერთ-ერთი ძლიერი, თუ არა უძლიერესი არმია ევროპის კონტინენტზე“, - განაცხადა იანშამ.
Ipn.ge