მიიღებს უკრაინა კანდიდატის სტატუს? - იმედი მაქვს, მაგრამ უნდა დაველოდოთ ევროკომისიის შეფასებას, - ამის შესახებ სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა, იანეზ იანშამ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა ევროკავშირში მომავალს იმსახურებს.
„უკრაინის ევროკავშირში წევრობის საკითხი იყო თემა, რომელზეც მსჯელობას დიდი დრო დასჭირდა. ჩვენ გაყოფილები ვიყავით. უმრავლესობა ფიქრობს რომ ომია და უკრაინელები იბრძვიან სიცოცხლის გადასარჩენად და ქვეყანას სჭირდება ძლიერი პოლიტიკური გზავნილი, რომ უკრაინა ეკუთვნის ევროკავშირის ოჯახს. ორგანიზაციაში არიან წევრი ქვეყნები, რომლებიც ფიქრობენ პროცედურებზე. მიიღებს უკრაინა კანდიდატის სტატუს? - იმედი მაქვს, მაგრამ უნდა დაველოდოთ ევროკომისიის შეფასებას. ხანგრძლივი განხილვის შემდეგ თითქმის ერთიანი ვართ, რომ უკრაინა იმსახურებს არამარტო ევროპულ პერსპექტივას, რადგან უკვე ევროპული სახელმწიფოა, არამედ ქვეყნის მომავალს ევროკავშირში“, - განაცხადა სლოვენიის პრემიერმა.
imedinews.ge