სმარტფონების ბაზარზე ჩინური ბრენდების წილები იზრდება

სმარტფონების ბაზარზე ჩინური ბრენდების წილები იზრდება

access_time2021-10-18 14:30:26

2021 წლის მეორე კვარტალში სმარტფონების საცალო გაყიდვებმა 328,8 მილიონს მიაღწია. მსოფლიო პანდემიით გამოწვეული დისტრიბუციის შეფერხებისა და გარკვეული პროდუქციის დეფიციტის მიუხედავად, მობილური ტელეფონების გაყიდვა გასულ წელთან შედარებით 10.2%-ით გაიზარდა.

„სამსუნგი“ კვლავაც ინარჩუნებს გაყიდვების ლიდერ პოზიციას, რაშიც 5G სმარტფონის მსხვილ ბაზრებზე ფართოდ ხელმისაწვდომობა და საშუალო საფასო სეგმენტზე გათვლილი მოდელები ეხმარება. ბაზრის წამყვანი პოზიციის ფლობის პარალელურად, აღსანიშნავია ისიც, რომ „სამსუნგის“ გაყიდვების მოცულობა წლიდან წლამდე მცირდება. 2021 წლის მეორე კვარტალში ბრენდი ბაზრის 17.6%-ს ფლობდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი მისი წილი 18.4% იყო.

ტოპ სამეულში ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება დაფიქსირდა: „ეფლმა“ მეორე პოზიცია ჩინურ, სწრაფად მზარდ ბრენდ „შაომის“ დაუთმო. „შაომის“ გაყიდვები 2021 წლის კვარტალში 80.5%-ით გაიზარდა. გაყიდვების ასეთ სწრაფ ზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მათ შორისაა: მისაღები ფასი, მძლავრი პარამეტრები, თანამედროვე დიზაინი, ძლიერი ელემენტი. ჩინეთში წარმოების თავისებურებები „შაომის“ საშუალებას აძლევს, რომ კარგი მონაცემების მქონე მოდელები ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ ფასად გაყიდოს. შესაბამისად, გაყიდვების გეოგრაფიაც ფართოვდება და აზიის პარალელურად, ჩინური სმარტფონები უფრო და უფრო პოპულარული ხდება სხვადასხვა კონტინენტზე.

რაც შეეხება „ეფლის“ წილს, ბრენდის სმარტფონების გაყიდვები საანგარიშო პერიოდში 28.3%-ით გაიზარდა, ბაზრის წილი კი გასულ წელთან შედარებით - 2.1%-ით. „ეფლის“ სმარტფონების გაყიდვების ზრდაში დიდი როლი ითამაშა როგორც „აიფონ“ 12-ის სერიის, ისე „აიფონ“ 11-ის სერიის მოდელების გაყიდვებმა.

„შაომის“ პარალელურად, სმარტფონების გაყიდვების მსოფლიო რეიტინგში სხვა ჩინური ბრენდებიც დაწინაურდნენ, ანალოგიური მონაცემებია საქართველოშიც. თუ წლების განმავლობაში ლიდერ პოზიციებს „ეფლი“ და „სამსუნგი“ იკავებდნენ, უკანასკნელ პერიოდში მათ კონკურენციას ჩინური ბრენდებიც უწევენ. „შაომიმ“ უკვე გახსნა ბრენდული მაღაზიები საქართველოში. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლობს „ოკიტელი“, რომელიც ბაზარზე სხვადასხვა მოთხოვნებისა თუ ფინანსური შესაძლებლობის მქონე მომხმარებლისთვის გათვლილი მოდელებითაა წარმოდგენილი და გაყიდვებიც სწრაფად იზრდება.

როგორც „ოკიტელი საქართველოს“ წარმომადგენლები განმარტავენ, მათი სმარტფონების გაყიდვების ზრდას ძლიერი მონაცემები და მისაღები ფასი განაპირობებს.

„ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში ტექნოლოგიის სწრაფი განვითარება შეიმჩნევა. ის სულ უფრო მეტ როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში და გავლენას ახდენს ჩვენს საქმიანობაზე, სოციალურ ცხოვრებაზე, სოფლის მეურნეობაზე, ენერგეტიკაზე, განათლებაზე და ზოგადად, ყველაფერზე. ტექნოლოგიის სწრაფი განვითარების უარყოფითი მხარე კი მისი მაღალი ღირებულებაა. სწორედ ამ გამოწვევის დაძლევაა „ოკიტელის“ საქმიანობის მთავარი მიზანი და სტრატეგია. ბრენდის სმარტფონები იქმნება უახლესი ტექნოლოგიებით და ხელმისაწვდომ ფასად, რათა მათი შეძენა სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებმა შეძლონ. ჩვენი სმარტფონების ხაზი შეესაბამება ტექნოლოგიის უახლეს ტენდენციებს, მაგრამ მათი ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომია. მეორე მხრივ კი, „ოკიტელის“ მზარდ გაყიდვებს მისი ელემენტები განაპირობებს. ბრენდი ელემენტების წარმოების ტექნოლოგიით მსოფლიოში მოწინავე ადგილს იკავებს. კომპანიას ჰყავს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ერთგული გუნდი, რომელიც ემსახურება ელემენტების კვლევასა და დამუშავებას. შესაბამისად, ჩვენს ტელეფონებს გააჩნიათ დიდი ტევადობის გამძლე და უსაფრთხო ელემენტები,“ - განმარტავენ „ოკიტელ საქართველოში“.



„ოკიტელის“ სმარტფონებიდან უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მოდელები: C25, C21 Pro , C22. ბრენდი ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია წყალგამძლე, ვარდნაგამძლე და მტვერგამძლე მოდელებითაც: WP5, WP7, WP8 Pro.

სხვადასხვა პროგნოზით, მსოფლიო მასშტაბით ჩინური სმარტფონების გაყიდვები წლიდან წლამდე მზარდი იქნება. გასულ წლებში არაერთმა ბრენდმა სწორედ ჩინეთში გადაიტანა წარმოება, შედეგად კი ქვეყანაში დაგროვდა საკმარისი ცოდნა და გამოცდილება, რომ მსოფლიოს მაღალი კლასის სმარტფონები კონკურენტებზე დაბალ ფასად შესთავაზონ.



Bpn.ge

თეგები:
სმარტფონი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up