თურქული მედიასაშუალება Hurriyetdailynews-ის მონაცემებით, წელს სარფის სასაზღვრო პუნქტის გავლით საქართველოში შემომავალი თურქეთის მოქალაქეების რაოდენობა ნოემბერში, გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით, 293%-ით გაიზარდა და 94 047-ს მიაღწია. გამოცემის ინფორმაციით, თურქი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წელს მოგზაურთა მიერ ქვეყანაში შეტანილი მობილური ტელეფონების რაოდენობა 1,5 მილიონს გადააჭარბებს. თურქული მედია იმასაც წერს, რომ გასულ წელს სარფის საზღვარი 23 927-მა თურქეთის მოქალაქემ გადმოკვეთა. მაშინ როცა მეზობელი ქვეყნიდან საქართველოს პანდემიამდე საშუალოდ 60 000 ადგილობრივი ტურისტი სტუმრობდა.
სარფის სასაზღვრო პუნქტთან მეზობელი სახელმწიფოს მოქალაქეების რიცხვი განსაკუთრებით ბოლო 2 თვეში გაიზარდა. თურქული მედიის ცნობით, ამის მიზეზი ბათუმში სმარტფონებზე არსებული ფასდაკლებაა. საქართველოში iPhone-ის ახალი მოდელის შეძენა საშუალოდ 800 დოლარით ნაკლები ჯდება, ვიდრე თურქეთში. გარდა ამისა, ახალი კანონის მიხედვით, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან, მობილური ტელეფონის რეგისტრაციის საფასური თურქეთში 122%-ით იზრდება და 145 დოლრიდან 325 დოლარი გახდება.
iPhone 14 Pro Max-ის საქართველოში დაახლოებით 1500 დოლარი ღირს, თურქეთში 2350, წერს Hurriyetdailynews-ი.