სნეპ ფიტნესი: მზად ვართ „მწვანე ბარათების“ ასამოქმედებლად

სნეპ ფიტნესი: მზად ვართ „მწვანე ბარათების“ ასამოქმედებლად

access_time2021-11-04 16:00:00

„სნეპ ფიტნესის“ ქსელის დირექტორი, სოფო სოლოღაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ გართულებულ ეპიდმიოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ სიტუაცია ასე გაგრძელდა და მთავრობამ რაიმე შეზღუდვები არ დააწესა, ქვეყანა “ლოქდაუნამდე“ მივა.


მისი ინფორმაციით, „სნეპ ფიტნესის“ ქსელი მიესალმება „მწვანე ბარათების“ სისტემის შესაძლო ამოქმედებას და თვლის, რომ სხვა გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში არ არსებობს.


„ამაზე სანამ მთავრობა დაიწყებდა საუბრს, კომპანიის შიგნით ჩვენ ვმსჯელობდით, გვინდოდა ფიტნეს სექტორში ჩვენ ვყოფილიყავით პიონერები. თუმცა, ანალიზის საფუძველზე მივხვდით, რომ ეს გადაწყვეტილება ისე დაარტყამდა ისედაც დასუსტებულ ბიზნესს, რომ შეიძლებოდა ვეღარ გაგვეგრძელებინა ფუნქციონირება. არსებობს მომხმარებლის კატეგორია, რომელიც გეუბნება, რომ მას შემდეგ გააგრძელებს სიარულს, როდესაც „მწვანე ბარათების“ სისტემას დავნერგავთ, მაგრამ ასეთი კატეგორია ძალიან ცოტაა და არსებობს კატეგორია, რომელიც აზუსტებს, „მწვანე ბარათების“ სისტემის დანრგვის შემთხვევაში ხომ დაუბრუნებთ გადახდილ თანხას.


შესაბამისად, დათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ფინანსურად „მწვანე ბარათების“ სისტემის ამოქმედება ძალიან წამგებიანი, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში - ეფექტური იქნებოდა. ამიტომ ველოდებოდით მთავრობის მხრიდან რაიმე სახის ინიციატივას, რათა ერთობლივად მიგვეღო გადაწყვეტილება. მოხარული ვიქნებით, თუ ამის ინიციატორი მთავრობა იქნება და ჩვენზე, ბიზნესზე არ წამოვა აგრესია. ჩვენ რომ მიგვეღო ეს გადაწყვეტილება სექტორში, დავკარგავდით მომხმარებლებს,“ - აცხადევს სოლოღაშვილი.


„სნეპ ფიტნესის“ ქსელის დირექტორი, „მწვანე ბარათების“ სისტემის დანერგვისთვის საჭირო შესაძლო ინვესტირებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე დათვლილი არ არის რამდენად გაუზრდის ხარჯს ეს გადაწყვეტილება, თუმცა, კომპანია მზადაა ამ ნაბიჯის გადასადგმელად.



„ტექნიკურად როგორ იქნება ეს ჯერ არ ვიცი, ხარჯი ისედაც გაზრდილი გვაქვს და კიდევ რამდენით გაიზრდება, ამასაც აქვს მნიშვნელობა, თუმცა, გრძელვადიანი პერსექტივისთვის, გვიღირს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ინიციატივას შეურთდეთ“, - აცხადებს სოლოღაშვილი.


დღეის მდგომარეობით, „სნეფ ფიტნესს“ საქართველოს მასშტაბით 4 ფილიალი აქვს.


რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, ბოლო დღეებია ქვეყანაში ამ მხრივ მდგომარეობა უარესდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს საქართველოში კორონავირუსის 5206 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4648 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 53 პაციენტი.


„მწვანე ბარათებზე“ მუშაობა კიდევ მიმდინარეობს. მისი ამოქმედება იგეგმება, თუმცა კონკრეტული თარიღი ვერ სახელდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კონცეფცია უკვე შემუშავებულია. "მწვანე ბარათის" ამოქმედების აუცილებლობაზე ისაუბრა გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც.


business-partner.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up