სნეპ ფიტნესი: ოფიციალურად დავიკეტებით თუ არაოფიციალურად, არ აქვს მნიშვნელობა

სნეპ ფიტნესი: ოფიციალურად დავიკეტებით თუ არაოფიციალურად, არ აქვს მნიშვნელობა

access_time2021-08-10 22:00:00

„სნეპ ფიტნესის“ ქსელის დირექტორი, სოფო სოლოღაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ გართულებულ ეპიდმიოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ სიტუაცია ასე გაგრძელდა, სპორტული დარბაზებიც არაოფიციალურად დაიხურებიან.


„თუ არ დაგვკეტავენ და ინფიცირების დღიური რაოდენობა 10 000-ზე ავიდა, ჩათვალეთ რომ დარბაზი ისედაც დაკეტილი იქნება, ვინ ივლის ასეთ სიტუაციაში? არ ექნება მნიშვნელობა სპორტულ დარბაზებს მთავრობა ოფიციალურად დახურავს თუ არა. პირველი ლოქდაუნის დროს, სანამ დაგვკეტავდნენ, ჩვენ მანამდე დავიხურეთ ზუსტად ამ მიზეზის გამო,“ - აცხადებს სოლოღაშვილი.


როგორც „სნეპ ფიტნესის“ ქსელის დირექტორი აცხადებს, ლოქდაუნს კომპანია არ განიხილავს, რადგან ფინანსურად ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება.


„კომპანია ჯერჯერობით აგრძელებს ფუნქციონირებას, სადამდე შეძლებს ამას არ ვიცი,“ - აცხადებს სოლოღაშვილი.



მისივე განცხადებით, ზოგადად ზაფხული ინდუსტრიისთვის არააქტიური პერიოდია და მომხმარებელთა აქტივობა ისედაც შემცირებული იქნებოდა, თუმცა, კომპანიამ ივნის-ივლისში იმაზე კარგად იმუშავა, ვიდრე ამის მოლოდინი იყო.


„ჩვენი თანამშრომლების 99% აცრილია, რაც შეეხება მომხმარებლებს, ამ შემთხვევაში იმდენად დაცულია დისტანცია, რომ ეს პრობლემას არ შექმნის, პირბადე აუცილებელი ატრიბუტია. მე ოპტიმისტური მოლოდინი მაქვს იმ თვალსაზრისით, რომ დღეს ამოქმედებული რეგულაციები იმოქმედებს და 2 კვირის შემდეგ ინფიცირების რაოდენობა განახევრდება, სექტემბერში კი მომზადებულები შევხვდებით ეპიდემიოლოგიურ სიტაუციას,“ - აცხადებს სოლოღაშვილი.


დღეის მდგომარეობით, „სნეფ ფიტნესს“ საქართველოს მასშტაბით 4 ფილიალი აქვს.



business-partner.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up