სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ აბულინგებენ საპროტესტო აქციებში მონაწილე კურიერები იმ კურიერებს, ვინც მუშაობას აგრძელებს.
რამდენიმე კვირაა, კურიერების ნაწილი საპროტესტო აქციებს მართავს. ისინი დანარჩენებსაც მოუწოდებენ, საპროტესტო ტალღას შემოუერთდნენ. სხვა კურიერების დარწმუნების მიზნით, აქციის მონაწილეები სხვადასხვა სავაჭრო ობიექტთანაც იკრიბებიან.