სოციალურ ქსელში ჩეჩნეთის ლიდერის ოჯახის ფოტო გავრცელდა, სადაც ის ცოლთან მედნი კადიროვთან და 14 შვილთან ერთადაა გამოსახული. 16-ვე მათგანს ხაკისფერი ნაციონალური ტანსაცმელი აცვია.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში პუტინმა კადიროვის ცოლს „რეგიონის დედის“ წოდება მიანიჭა და მილიონი რუბლი გადასცა.
როგორც რუსული მედია წერს, „რეგიონის დედა“ რუსეთის ფედერაციის უმაღლესი წოდებაა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა 2022 წლის აგვისტოში დააწესა. ის ენიჭება რუს ქალებს, რომლებმაც გააჩინეს და აღზარდეს ათი ან მეტი შვილი და არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები.