სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებრივ სამუშაოზე 7 060 მოქალაქე დასაქმდა

სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებრივ სამუშაოზე 7 060 მოქალაქე დასაქმდა

access_time2022-05-03 17:30:00

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განცხადებით, 1-ელი მაისის მდგომარეობით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებრივ სამუშაოზე 7 060 მოქალაქე დასაქმდა.


როგორც მინისტრის მოადგილე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, პროგრამის ფარგლებში, ამ დროისთვის, დაახლოებით, 22 000 ვაკანსიაა მობილიზებული.


მისივე თქმით, საზოგადოებრივ დასაქმებასთან დაკავშირებით მოქალაქეთა მიმართვიანობა მაღალია.


„ინფორმაციის მისაღებად 20 000-მდე ადამიანმა მოგვმართა. აქედან 7 060 მოქალაქე უკვე დასაქმებულია და ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს. დაახლოებით, 3 800-მა დასაქმების ფორმალიზება აირჩია, ანუ უკვე დასაქმებულია და დასაქმებას, ან თვითდასაქმებას გააფორმებს. დანარაჩენები ან მოფიქრების პროცესში არიან, ან დამატებით კონსულტირებას საჭიროებენ. მათ შორის არის რამდენიმე, რომელმაც მომზადება-გადამზადების პროგრამაში ჩართვა აირჩია, იმისათვის რომ უნარები აიმაღლოს და ჩვეულებრივ ღია ბაზარზე დასაქმდეს“, - აღნიშნავს მინისტრის მოადგილე.



თამარ ბარკალაიას თქმით, წლის ბოლომდე 50 000-მდე სოციალურად დაუცველი ადამიანის დასაქმება იგეგმება და შესაბამისად, ვაკანსიების დამატება ეტაპობრივად მოხდება.


„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მუნიციპალიტეტებთან და სხვადახვა სახელმწიფო სიპებთან, რომ საზოგადოებრივი სამუშაოების საჭირობები გამოვლენილი იყოს და ვაკანსიები დაემატოს. პარალელურად, ბუნებრივია, ღია ბაზარზე დამსაქმებლებთან და დამსაქმებელთა ასოციაციებთან ვმუშაობთ. დასაქმების სააგენტოს აქტიური მუშაობა მიდის, რომ დღეს ბაზარზე არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია მაქსიმალურად მოიზიდონ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ინფორმაცია ამის შესახებაც მისცენ, თუ რა ვაკანსიები არის მათ კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში ღია ბაზარზე,“ - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.


შეგახსენებთ, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის დასაქმების პროგრამა 1-ლი მარტიდან ამოქმედდა.


ipn.ge





თეგები:
დასაქმება



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up