„სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამით დაახლოებით 30 000-მდე ადამიანი უკვე ჩართულია მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სამუშაოებზე“, ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი და მკაცრი სისტემის შემუშავება მოხდა.
„რომლითაც დასაქმებულების დასწრებას თუ სამუშაოების შესრულებას ადგილზე ვამოწმებთ. დაახლოებით 3 500 პირი იძულებულები ვიყავით, რომ პროგრამიდან გაგვეთიშა და შესაბამისი ხელფასის ჩარიცხვა შეგვეწყვიტა, ასევე მათ ის პრივილეგიაც მოეხსნათ, რომლის მიხედვით 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება არ მოხდებოდა“, - განაცხადა მინისტრმა.