სოციალური მესიჯებით 2024 წლის არჩევნებისთვის არაფორმალური სამზადისი პრაქტიკულად დაწყებულია

სოციალური მესიჯებით 2024 წლის არჩევნებისთვის არაფორმალური სამზადისი პრაქტიკულად დაწყებულია

access_time2021-11-23 14:00:53

მომავალი წლიდან მთავრობა შეეცდება სერიოზული სოციალური ცვლილებების გატარებას, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საწინდარი უნდა გახდეს. ღონისძიებებს შორისაა ონლაინ თამაშების აკრძალვა, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმება, წამლების ფასზე კონტროლის გაძლიერება და სხვა, რაც დღემდე დიდ გამოწვევად რჩება ქვეყნისთვის. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სწორედ ამ საკითხების მოგვარებაზე გადის 2024 წლის არჩევნები ბედი, რომლისთვისაც სამზადისი ფაქტობრივად დაწყებულია.



ექსპერტი სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებში პაატა აროშიძე ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ სოციალური საკითხების მიღმა ჩანს პოლიტიკური ფონი და მთავარი გზავნილი, რისთვისაც მთავრობას სოციალურად აქტიური საკითხების გადაწყვეტა სჭირდება. ამდენად, როგორი შედეგითაც  შესრულდება პრემიერის დაპირება, დიდწილად ამაზეა დამოკიდებული მომავალ არჩევნებში მმართველი გუნდის ყოფნა-არყოფნის საკითხიც.



,,მთავარი პრობლემა, რაც ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის, გამოიკვეთა. ეს არის მოსახლეობის მძიმე სოციალური მდგომარეობა, რასაც პანდემია კიდევ უფრო ამძიმებს.

მთავრობაც კარგად ხედავს ამ ხელისშემშლელ პროცესებს, როგორიცაა სოციალურად დაუცველთა რაოდენობის ზრდა, ინფლაცია და სხვა. ეს წარმოშობს ვალდებულებას, რომ სოციალური პროექტების განხორციელებით დაკავდნენ. რეალურად არის გადასადგმელი ნაბიჯები, განსაკუთრებით საყურადღებოა ამ მხრივ ავიღოთ დასაქმების პრობლემა სოციალურად დაუცველებისთვის. ბევრს მიეცემა საშუალება, თვითონვე აირჩიოს დასაქმების სექტორი, ისე რომ არ დაკარგოს შემწეობის თანხა.  ხშირ შემთხვევაში არ თანხმდებოდნენ სამუშაოს, რადგან ფულადი დახმარების  დაკარგვის ეშინოდათ, გარდა ამისა, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ვერ ახდენდნენ. 2022 წლიდან სწორედ ამ საკითხების მოგვარება იგეგმება, რათა დაასაქმონ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, ვისაც თუნდაც მინიმალური განათლება აქვს ან გადამზადებას შეძლებს“, - ამბობს აროშიძე.



ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად, რომლის განხორციელებაც იგეგმება, ექსპერტი სათამაშო ბიზნესის საკითხს მიიჩნევს, რაზეც ირიბად ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობა და სტაბილურობა არის დამოკიდებული.




,,ონლაინ თამაშების შეზღუდვა სოციალური საკითხების მოგვარებასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რადგან იგი მოსახლეობის გაღარიბების ერთ-ერთ მიზეზად არის აღიარებული.  ის, ვინც დაბალშემოსავლიანია, ონლაინ ან ცოცხალ კაზინოებს თამაშობს იმ იმედით, რომ გაზრდის შემოსავალს და სინამდვილეში ლამის გაკოტრებამდე მიდის, მისი ისედაც მწირი შემოასვალი იფლანგება. მართალია, ზოგიერთი საუბრობს, რომ ამით ტურიზმი დაზარალდება, რაც არ მიმაჩნია სწორი, სჯობს ტურიზმი სხვა მიმართულებით განვავითაროთ, ვიდრე ეს სათამაშო ბიზნესია. აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ამ პრობლემის მოგვარების რეალურ შესაძლებლობას მოგვცემს.

ჩავთვალოთ, რომ უკვე დაწყებულია მზადება 2024 წლის არჩევნებისთვის. საჭიროა სიახლის შეთავაზება საზოგადოებისთვის, ეს არის ობიექტური აუცილებლობა. პრობლემის მოგვარებისადმი ოპტიმიზმის გამოჩენა არაფრის მომცემია, თუ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება.  საბოლოოდ ისეთი გარემო უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს, სახელმწიფო არ არის პირდაპირი დამსაქმებელი, ბიზნესმა უნდა აიღოს საკუთარ თავზე“, - აცხადებს პაატა აროშიძე ,,კომერსანტთან“ და დასძენს, რომ ერთ-ერთი შემაფერხებელი გარემოება, რაც სოციალური პროექტების განხორციელებას ხელს შეუშლის, შეიძლება პანდემია გახდეს.  კერძოდ, რამდენად შესაძლებელი იქნება მართვა ლოკდაუნების გარეშე.



მეცნიერის მტკიცებით, პრემიერ-მინისტრის დაპირება დიდი ალბათობ შესრულებადია, რადგანაც სწორედ ამაზე გადის საზოგადოების ნდობის ხაზი, ხოლო იმედგაცრუებამ შეიძლება მისი იმიჯი საბოლოოდ შეიწიროს.

 


შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა ონლაინ კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრებას აპირებს. რემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყოველწლიურად ქვეყნიდან ონლაინ კაზინოების მეშვეობით 1,5 მილიარდი ლარი გაედინება.



პირველ ეტაპზე ირაკლი ღარიბაშვილი ასაკობრივი შეზღუდვისა და რეკლამის აკრძალვის ინიციატივით გამოდის, ხოლო მეორე ეტაპზე, პრემიერ-მინისტრის თქმით, ონლაინ კაზინოები საერთოდ უნდა აიკრძალოს. მისივე თქმით, მთავრობა ამ საკითხზე აქტიურად იმუშავებს პარლამენტთან.

 


რაც შეეხება დასაქმების საკითხს, ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის განცხადებით, 200 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქე დასაქმდება.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up