სოციალური საწარმო ,,დადარი“ გერმანიაში საბავშვო ბაღს ხის სათამაშოებით მოამარაგებს

სოციალური საწარმო ,,დადარი“ გერმანიაში საბავშვო ბაღს ხის სათამაშოებით მოამარაგებს

access_time2021-12-22 15:00:58

ბავშვთა სათამაშოების და სუვენირების მწარმოებელი სოციალური საწარმო ,,დადარი“ მომავალი წლიდან გერმანიაში ერთ-ერთ კერძო საბავშვო ბაღთან ხელშეკრულებას გააფორმებს. ახალი კონტრაქტი ქართულ ბრენდს წარმოების 4-ჯერად ზრდაში დაეხმარება, შესაბამისად საწარმოში სამუშაო ადგილების ზრდასაც შეუწყობს ხელს.



აღსანიშნავია, რომ ,,დადარი“  ,,2021 წლის სოციალური საწარმოს“ ტიტულის მფლობელია. ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთ ხის სათამაშოებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები მუშაობენ. მათ ნახელავზე მოთხოვნა უკვე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაშიცაა.



სათამაშოების გარდა, საწარმოში სუვენირები და სამშვენისები მზადდება. ყველა ძირითადი სამუშაო ხელით სრულდება.



საწარმოს მენეჯერის თეო გეთიაშვილის თქმით, გერმანიაში ექსპორტის გაზრდის შემთხვევაში, წარმოება მასიურ სახეს მიიღებს და რამდენიმე ადამიანის დასაქმების შესაძლებლობაც ექნება.




,,ჩვენი სათამაშოები ხელნაკეთი და მაღალი ხარისხისაა, აბსოლუტურად უსაფრთხო.  ვიყენებთ სერტიფიცირებულ საღებავებს, რომელიც სპეციალურად ხის სათამაშოებისთვის არის განკუთვნილი. ხარისხი გადამწყვეტია, რაც ინტერესს იწვევს როგორც საქართველოში, ასევე პოპულარულია ევროპელ მომხმარებელშიც. იქიდან გამომდინარე, რომ სოციალური საწარმოს სტატუსი გვაქვს, დასაქმებული 17 ადამიანიდან 5 სპეციალური საჭიროების მქონე, 5  კი ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირია. თავდაპირველად, როცა საქმიანობას ვიწყებდით, მთავარი მოტივაცია გახდა უხარისხო სათამაშოების დიდი ბაზარი, რა მხრივაც პრობლემა დღესაც მასშტაბურია. ვცდილობთ, ამ საკითხის მოგვარებაში ჩვენი მოკრძალებული წვლილიც შევიტანოთ და  ამავე დროს  შშმ პირებიც დავასაქმოთ. ამ ეტაპზე გვაქვს მოლაპარაკება გერმანიაში ერთ-ერთ კერძო ბაღთან, შესაბამისად, პროდუქციის მიწოდებას 2022 წლიდან დავიწყებთ, რაც წარმოების 4-ჯერადად გაზრდის შესაძლებლობას მოგვცემს. შესაბამისად, დასაქმებულთა რაოდენობასაც გავზრდით“, - ამბობს თეა გეთიაშვილი ,,კომერსანტთან“.



რაც შეეხება პანდემიური პერიოდის გავლენას, ,,დადარის“ მენეჯერის ინფორმაციით, 6 თვის განმავლობაში საწარმო დაკეტილი იყო და გაყიდვებს ახდენდა ონლაინ, რაც პრობლემის დაძლევაში დაეხმარა. საბოლოოდ კი ნამუშევრების ასორტიმენტი გაფართოვდა.



ცნობისთვის, სოციალური საწარმო ,,დადარი“ 2018 წელს შეიქმნა. თავდაპირველი საინვესტიციო თანხა 10 000 ლარია, რაც მუდმივად მატულობს, საწარმოო პროცესის ზრდის და ტექნოლოგიური გადაიარაღების შესაბამისად.



სათამაშოების საწყისი ფასი 14 ლარია. ყველაზე ძვირი ნამუშევარი საშობაო სათამაშოების ნაკრები -  შობის სცენა, 17 ფიგურისგანაა დამზადებული და მისი ღირებულება 710 ლარს შეადგენს.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up