სოციალური უთანასწორობა გაღრმავდა - ყოველი 4 ოჯახიდან 3 ღარიბია

სოციალური უთანასწორობა გაღრმავდა - ყოველი 4 ოჯახიდან 3 ღარიბია

access_time2022-02-14 13:00:40

პანდემიამ ყველაზე მეტად ღარიბები დააზარალა. სოციალური უთანასწორობა 2021 წელს უფრო მეტად გაღრმავდა და სიტუაციის გაუმჯობესების ნიშნები ჯერჯერობით არ ჩანს. ამ მხრივ ეკონომიკურმა ზრდამ მინიმალურ დონეზეც ვერ მოახდინა გავლენა და ოჯახების კეთილდღეობაზე ისევ ვერ აისახა, როგორც  პანდემიამდე იყო.


ექსპერტი ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში პაატა აროშიძე ფიქრობს, რომ კორონავირუსის გავლენა მოსახლეობის თითქმის ყველა ფენაზე ნეგატიურად აისახა და განსაკუთრებით ღარიბებს შეეხო, ვინაიდან მათი ისედაც მწირი შემოსავალი შემცირდა, ხოლო საშუალო ფენა თითქმის აღარ დარჩა ქვეყანაში, მათი ნაწილი გაღარიბდა.

 

,,საქართველოსთვის საშუალო ფენა პირობითი მცნებაა, ძირითადად შედარებითია. ამ ჯგუფს შეიძლება მივაკუთვნოთ ის პირი, რომლის შემოსავალი, ვთქვათ 1500 ლარია, რომ გადავიანგარიშოთ, 500 დოლარიც კი არ არის, ხოლო ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ასეთი შემოსავალი სიღარიბის მაჩვენებელია. პანდემიამ განსაკუთრებით გამოიწვია ის, რომ შემოსავლები შემცირდა, ამას დაემატა ინფლაცია და მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის კლება. ის შემოსავალი, რაც ადამიანს  გააჩნდა 2019 წელს, ანუ პანდემიამდე, ინფლაციის მიხედვით უკვე არ არის საკმარისი იმ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, რომელიც პანდემიამდე საკმარისი იყო. პანდემიამ მოიტანა უკიდურესი გაჭირვება და სიღატაკე. ფაქტობრივად ყოველი 4 ოჯახიდან 3 ღარიბია, რაც მძიმე სოციალური ფონის მანიშნებელია“, - ამბობს პაატა აროშიძე ,,კომერსანტთან“.

 

მისივე ინფორმაციით, ბოლო 2 წელიწადში 10-15%-ით გაიზარდა ღარიბ-ღატაკთა რაოდენობა. ამ დროს ეროვნულ ეკონომიკაში ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი რიგითი მოქალაქეებისთვის არაფერს ნიშნავს, თუ კეთილდღეობას ადამიანები საკუთარ ჯიბეზე ვერ იგრძნობენ.



,,ზრდადი ეკონომიკა ინვესტიციებისთვის აუცილებელი პირობაა, მაგრამ ეს, ამავე დროს, მოსახლეობის მატერიალურ მდგომარეობაზეც უნდა აისახებოდეს. ხალხს ყველაზე მეტად სწორედ პენსიების და შემოსავლების ზრდა, ცხოვრების ხარისხი აინტერესებს. ვერაფრით ვერ მივაღწიეთ, რომ ეკონომიკურ განვითარებაში კეთილდღეობაც გამოიხატებოდეს, მაგრამ ეს კავშირი  დღესდღეობით დაკარგულია“, - აცხადებს პაატა აროშიძე.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, საშუალოდ 10.6%-ით გაიზარდა. ამასთან, 3.1%-იანი ზრდა ფიქსირდება 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებითაც. თუმცა, 2021 წელს ეკონომიკის ზრდის ფონზე სიღარიბის მაჩვენებელიც გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში  სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ 22,6%-ით მოიმატა.


სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის დეკემბერში საარსებო შემწეობას 643 167 ადამიანი იღებდა, ეს კი 118 569-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 2020 წლის დეკემბერში სახელმწიფოს დახმარების იმედად 524 598 ადამიანი იყო.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up