სამშენებლო კომპანია ელემენტ კონსტრაქშენი კახეთში კაკლის გადამამუშავებელ საწარმოს აშენებს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.
ინდუსტრიული მშენებლობა შპს ,,აგროლაინის“ დაკვეთით სოფელ ჩუმლაყში მიმდინარეობს.
,,ელემენტ კონსტრაქშენის“ მიერ აშენებული ქარხანა პროდუქციის ექსპორტს ევროკავშირის ბაზარზეც გეგმავს.
ნედლეულს ,,აგროლაინი“ ადგილობრივი ფერმერებისგანაც მიიღებს. კომპანიის გეგმის მიხედვით, 2021 წელს - 500-ს, 2022 წელს - 1000-ს, 2023 წელს კი საწარმოს წარმადობა 1500 ტონას გადააჭარბებს.
ქარხნის გახსნა მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისშია დაგეგმილი.