სოფელ შრომის კულტურის სახლის უნიკალური შენობის რეაბილიტაციის პროექტისთვის 140 000–ლარიანი ტენდერი გამოცხადდა

სოფელ შრომის კულტურის სახლის უნიკალური შენობის რეაბილიტაციის პროექტისთვის 140 000–ლარიანი ტენდერი გამოცხადდა

access_time2022-04-11 16:30:39

სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გურიაში, ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში მდებარე კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა. - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 140 000 ლარს შეადგენს.



 

„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მდებარე მძიმე მდგომარეობაში მყოფი კულტურის სახლის რეაბილიტაციის მიზნით, პროექტი მომზადდება. შრომის კულტურის სახლი საქართველოში შემორჩენილ კულტურის სახლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია თავისი ინფრასტრუქტურით და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

 

შესაბამისი ტენდერი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უკვე გამოაცხადა. რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 140 000 ლარს შეადგენს. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ, შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მოხდება ფასადებისა და შიდა სივრცეების რეაბილიტაცია-გაწმენდა, გამაგრება, აღდგენა, რესტავრაცია, ღობის რეაბილიტაცია, ასევე, ტერიტორიის კეთილმოწყობა.

 


რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავების პროცესში გათვალისწინებული იქნება შენობის ავთენტურობის შენარჩუნება და შშმ პირებისათვის ადაპტირებული გარემოს შექმნა.


 

აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის კულტურის სახლის რეაბილიტაცია 2021 წლის ოქტომბერში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ვიზიტისას, მძიმე მდგომარეობაში მყოფი კულტურის სახლების მონახულების შემდეგ გადაწყდა. გურიაში ვიზიტის დროს მინისტრმა განუცხადა ადგილობრივ მოსახლეობას, რომ სოფელ შრომის კულტურის სახლს აღადგენდა. რეაბილიტაციის პროექტის შექმნა ამ დაპირების შესრულებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.


სოფელ შრომის კულტურის სახლის შენობა  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. ამიტომ რეაბილიტაციის შედეგად სრულად იქნება შენარჩუნებული/აღდგენილი მისი ისტორიული იერსახე, შენობის ექსტერიერსა თუ ინტერიერში შემორჩენილი ყველა არქიტექტურული ელემენტი და მხატვრული დეკორი“, -  ნათქვამია განცხადებაში.

 


სოფელ შრომის კულტურის სახლი გამორჩეული არქიტექტურული ნიმუშია, რომელიც 1956 წელს აშენდა. შენობა დეკორატიული ელემენტებით შემკული ფასადებით ხასიათდება. მხატვრული ელემენტების სიმდიდრით გამოირჩევა კულტურის სახლის დარბაზი, მასშტაბურია სოც-რეალიზმის სტილში შესრულებული პლაფონის ცენტრალური მხატვრული კომპოზიცია, რომელიც ასახავს ცის ფონზე წარმოდგენილი გურული გლეხების ყოფით სცენები.


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up