ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რამდენიმე საგანში ტესტირების ხანგრძლივობა შემცირდა. ამის შესახებ „იმედის დილაში“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფიო გორგოძემ განაცხადა. მან ამ გადაწყვეტილების მიზეზიც განმარტა.
„რაც შეეხება შინაარსს, მინიმალური ბარიერები, თვითონ ტესტის ფორმატი - ეს ყველაფერი არის უცვლელი. შეიცვალა მხოლოდ გამოცდის ხანგრძლივობა რამდენიმე საგანში. ეს დრო ნახევარი საათით შემცირდა. ჩვენ ყოველთვის პრეტენზიები გვქონდა მასწავლებლებისა და აბიტურიენტებისგან, რომ საგამოცდო დრო საკმაოდ ხანგრძლივი იყო, თუმცა ამ პერიოდში, ვინაიდან კოვიდპანდემია იყო, ყველა ტესტის შემცირება ვერ მოხერხდა. იმიტომ, რომ ეს გარკვეულწილად ტესტის ფორმატის შეცვლასაც გამოიწვევდა“, - აღნიშნა გორგოძემ.
გორგოძემ ასევე განაცხადა, რომ ცვლილება მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიისა და მასწავლებლებისთვის პრაქტიკულად ყველა ტესტს შეეხო.
imedinews.ge