ბრიტანული Brent მარკის ნავთობის ფასი ნოემბრის ფიუჩერსებზე ლონდონის ICE ბირჟაზე კლებას განაგრძობს. მისი ფასი გუშინდელი ვაჭრობისას 88 დოლარამდე შემცირდა, რაც 2022 წლის 1-ლი თებერვლის მინიმალური ღირებულებაა.
თბილისის დროით 10:25 საათისთვის Brent-ის ტიპის საწვავი ბარელზე 88,61 დოლარს შეადგენს.
რაც შეეხება ამერიკული WTI მარკის ნავთობის ფასს, მან ბარელზე 82,64 დოლარი შეადგინა.
bpn.ge