„სოფლის განვითარება ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი სფეროა“

„სოფლის განვითარება ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი სფეროა“

access_time2022-11-15 12:20:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ კონფერენცია „LEADER: ევროპული მიდგომა სოფლად უკეთესი ცხოვრებისთვის“ გახსნეს. 


კონფერენციაზე ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული პროგრამის „ENPARD-საქართველო“ შედეგები შეაჯამეს, რომელიც საქართველოს სოფლის განვითარებაში ევროპული მოდელების დანერგვას, სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მდგრადი მომავლის მშენებლობას ემსახურება.


კონფერენციის მონაწილეებმა საქართველოს სოფლის განვითარების წარმატებებზე, გამოწვევებსა და სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელეს.


„ევროკავშირი უკვე მრავალი წელია გვეხმარება და ჩვენი აქტიური მხარდამჭერია როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე, სოფლის განვითარების და გარემოს დაცვის მიმართულებებით. პროექტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნა დაფინანსებული, რომელშიც ჩართული არიან საერთაშორისო ორგანიზაციები. 1900-ზე მეტი ფერმერი იქნა სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერილი, განხორციელდა არაერთი სტრატეგიის, რამდენიმე კანონმდებლობის შემუშავება. მიმდინარეობს სამინისტროს ინსტიტუციური რეფორმა, ასევე სოფლის განვითარების სააგენტოს გადამხდელ სააგენტოდ რეფორმის პროცესი და ა.შ. დარწმუნებული ვარ, მეოთხე ფაზაც ასეთივე წარმატებული იქნება. ეს მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს სოფლის მდგრადი განვითარების მიმართულებით, რაც საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტს და ევროკავშირთან ინტეგრაციის ამოცანებს შეესაბამება.


„სოფლის განვითარება ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი სფეროა. მდგრადი, მწვანე და თანასწორი სოფლის განვითარება ხელს უწყობს სიღარიბის აღმოფხვრას და დასაქმების შესაძლებლობების შექმნას ადამიანებისა და გარემოს საკეთილდღეოდ. სოფლის განვითარების მოდერნიზების, შესაბამისი პოლიტიკის შექმნისა და პრაქტიკული მიდგომების დანერგვის მხრივ, საქართველომ გასული 10 წლის მანძილზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ევროკავშირი მიესალმება ამ წარმატებას და აგრძელებს საქართველოს ხელშეწყობას სოფლად უკეთესი შესაძლებლობების შესაქმნელად“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.



კონფერენციის პარალელურად, ფერმერული ნაწარმისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა გაიმართა.


ENPARD-ის მეოთხე ფაზა 2021-2025 წლებში, ევროკავშირის 55 მილიონი ევროს დაფინანსებით განხორციელდება. პროგრამის ძირითადი ყურადღება სოფლის განვითარების პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვას დაეთმობა, ასევე ფერმერთა და მეწარმეთა ხელშეწყობას ევროპულ ბაზარზე წვდომის მიზნით.
ღონისძიება ევროკავშირის ხელშეწყობითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), Action Against Hunger-ის, CARE საქართველოს, CENN-ის და People in Need-ის ორგანიზებით გაიმართა.


კონფერენციაში ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სოფლად მომუშავე კომპანიების, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAGs) წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორები მონაწილეობდნენ.


აღსანიშნავია, რომ პროგრამა „ENPARD - საქართველო“ უკვე ათი წელია მიმდინარეობს. ENPARD-ის ფარგლებში, საქართველომ მოახდინა სოფლის განვითარების ინსტიტუციური, საკანონმდებლო და ადმინისტრაციული სისტემების ჰარმონიზება ევროკავშირის სოფლის მეურნეობის ერთიან პოლიტიკასთან, გაიზიარა ევროკავშირის წევრის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა.


ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up