სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, შპს „ძმები ავალიანების მარანი“ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისათვის განახლებად ენერგიას იყენებს

სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, შპს „ძმები ავალიანების მარანი“ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისათვის განახლებად ენერგიას იყენებს

access_time2022-08-17 15:40:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგიაშვილებში იმყოფებოდნენ, სადაც „ძმები ავალიანების მარნის“ მეურნეობა დაათვალიერეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



„სოფლის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, შპს „ძმები ავალიანების მარანმა“, 51 მზის პანელის შესაძენად, 30,000 ლარის ოდენობის თანადაფინანსება მიიღო. მზის მიკრო ელექტრული სადგური გამომუშავებული ელექტრო ენერგიით (25კვ) მცირე საოჯახო მარანს ამარაგებს. მარნის მოსაწყობად კომპანიას მიღებული აქვს 1,300,000 ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტი; მარანში 5 ადგილობრივია დასაქმებული; პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება.



“სოფლად მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის დასაქმების, მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აგრარული მიმართულებით საქმიანობის სტიმულირება, მნიშვნელოვანია არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერაც. სწორედ ამ მიზნით, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის თანადგომით, მათთან ერთად, ,,სოფლის განვითარების პროგრამას“ ვახორციელებთ. ამ პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ენერგიის განახლებადი წყაროების დანერგვის ხელშეწყობაა. ამ წყაროებით მიღებული ენერგიის ეფექტურად გამოყენება ამცირებს როგორც დანახარჯებს, ისე გარემოზე უარყოფით ზეგავლენას, რაც ცალსახად პრიორიტეტულია.’- განაცხადა ოთარ შამუგიამ.



„ძმები ავალიანების მარნის“ მეურნეობაში მინისტრთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტის მერი რონალდ ბერიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, ქედის, შუახევის და ხულოს მაჟორიტატი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძეც იმყოფედნენ.




„სოფლის განვითარების პროგრამა“ ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. პროგრამის მიზანია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევა და ბუნებრივი რესურსების ეფექტიანად გამოყენება.



„სოფლის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, დაფინანსებულია 76 პროექტი; ინვესტიციის ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს აჭარბებს; თანადაფინანსება 7 მილიონ ლარზე მეტია. რაც შეხება ქედის მუნიციპალიტეტს, პროგრამით დაფინანსებულია 7 პროექტი, ინვესტიციის ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს აჭარბებს, თანადაფინანსება კი 600 ათას ლარზე მეტია.



სოფლის განვითარების პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up