სოფლის განვითარების სააგენტო, პროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში ახალ პროგრამას იწყებს

სოფლის განვითარების სააგენტო, პროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში ახალ პროგრამას იწყებს

access_time2022-10-19 23:30:17

სოფლის განვითარების სააგენტო, პროექტ „დანერგე მომავალი“-ს ფარგლებში ახალ პროგრამას იწყებს. როგორც ცნობილია, ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება 2022 წლის 31 ოქტომბრიდან 2023 წლის 28 თებერვლის ჩათვლით განხორციელდება.


სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი გადაცემა „ საქმის კურსში“ იმ დეტალებს განმარტავს, რომელიც დაინტერესებულმა პირმა დაფინანსების მიღების სურვილის შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოს.


„პროგრამა 2015 წლიდან არის დაწყებული და უკვე 17 000 ჰექტარზე მეტი მრავალწლიანი ბაღია გაშენებული თუმცა ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება წინასწარ ანონსდება. ნერგების დარგვის აგროვადები კი შემდეგია: დასავლეთ საქართველოში 1 ნოემბრიდან იწყება და აღმოსავლეთ საქართველოში 10 ნომრიდან და 30 აპრილამდე შეუძლიათ ნერგები დარგონ.


31 ოქტომბერს განაცხადების მიღებას ვიწყებთ და ბენეფიციარს თანადაფინანსების მიღება შეუძლია თუ მას საკუთრებაში ან სარგებლობაში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი აქვს. ერთი ბენეფიციარი ნახევარი ჰექტრიდან 50 ჰექტრამდე თანადაფინანსებას მიიღებს და ერთი ბენეფიციარის ჭრილში დაფინანსების მაქსიმალური თანხა 250 000 ლარია“, - ამბობს ხარატიშვილი.



მისი თქმით, ნერგების დაფინანსება 70%-ია, ხოლო სარწყავი სისტემის 50%. ერთ ჰექტარზე ერთი ბენეფიციარი, კი ყველა კულტურაზე, მაქსიმუმ 10 000 ლარს, ხოლო ლურჯი მოცვის შემთხვევაში მაქსიმუმ 15 000 ლარს თანადაფინანსებას მიიღებს.


მისივე განმარტებით, ბენეფიციარს დაფინანსების მისაღებად, რაიმე კონკურსის გავლა არ მოუწევს, რადგან მთავარი სააგანტოში სწორი დოკუმენტების მიტანაა.


"თავდაპირველად ბენეფიციარმა ბიზნესგადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომელი კულტურა სურს აირჩიოს. ამ კულტურების მიხედვით უნდა გაკეთდეს მიწის ანალიზი წინასწარ შერჩეულ ლაბორატორიებში. მიწის ანალიზის პასუხის შესაბამისად ის მიბრძანდება სამეცნიერო კვლევით ცენტრში და იქ ურჩევენ შეუძლია თუ არა მას ამ კონკრეტულ რეგიონში და მიწის ნაკვეთზე კონკრეტული კულტურის დარგვა. შემდეგ სანერგე და სარწყავი სისტემის მომწოდებელ კომპანიებს მიმართავს და ამ ყველა დოკუმენტს მოაგროვებს. კიდევ არის დამატებითი დოკუმენტები რის გასაცნობადაც ჩვენს ვებგვერდს შეუძლია მიმართოს და ასევე ცხელ ხაზსაც დარეკოს. ყველა ის ბენეფიციარი ვინც პირობებს დააკმაყოფილებს და 28 თებერვლამდე სააგენტოში სწორ დოკუმენტებს შემოიტანს ყველას ხელშეკრულება გაუფორმდება,“ - ამბობს იგი.




წყარო:bm.ge/






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up