კონკურსის „აგრისთორი“ გამარჯვებული ოზურგეთში მოქმედი კოლეჯი „ჰორიზონტი“ გახდა

კონკურსის „აგრისთორი“ გამარჯვებული ოზურგეთში მოქმედი კოლეჯი „ჰორიზონტი“ გახდა

access_time2022-11-24 12:30:56

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილე დევიდ ჰოფმანი  სტუდენტური, მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის  ,,აგრისთორი’’ დაჯილდოებას დაესწრო.

კონკურსი რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტების წახალისებისა   და აგრო ჟურნალისტიკის მიმართულებით  მათი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ჩატარდა.  კონკურსში მონაწილეობა შვიდმა მოკლემეტრაჟიანმა  ფილმმა მიიღო, მათი თემატიკა ეხებოდა ხილისა და ბოსტნეული გადამუშავების, ლურჯი მოცვის, მწვანილის, სანერგე მეურნეობის, სუფრის ყურძნისა და კაკლოვანი კულტურების წარმოებას.  

კონკურსის გამარჯვებული გახდა გურიის რეგიონში მოქმედი  კოლეჯის „ჰორიზონტი“ სტუდენტების მიერ მომზადებული   ფილმი „კენკროვანი კულტურები“.

,,სოფლის მეურნეობის განვითარება სახელმწიფოსთვის ბოლო 10 წელია მნიშვნელოვანი პრიორიტეტია; დარგი საკმაოდ განვითარდა, ძალიან დიდი ინვესტიციები ხორციელდება. მნიშვნელოვანია, სოფლის მეურნეობაში ახალგაზრდების ჩართულობა. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის მნიშვნელობის პოპულარიზაციას’’, - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.


USAID მისიის დირექტორის მოადგილე დევიდ ჰოფმანის განცხადებით,  ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერა, რაც გამორიცხულია სოფლის მეურნეობის განვითარების გარეშე.  სოფლის მეურნეობის მიმართულებით მზარდი წარმატება დაეხმარება საქართველოს  მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას ევროინტეგრაციის გზაზე. ინფორმაციის მიწოდების პროცესში  კი, მნიშვნელოვანია ჟურნალისტების ჩართულობა. მათ შეაქვთ განსაკუთრებული წვლილი, ისინი საუბრობენ და მოსახლეობას გადასცემენ ინფორმაციას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, მოსავლის რაოდენობის,  ხარისხისა და ექსპორტის შესახებ.

სტუდენტური მოკლე ფილმების კონკურსი „აგრისთორი“ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან ერთად განახორციელა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up